- კატეგორიები: მათემატიკოსი
ბურჭულაძე თენგიზ (12.III.1929 -03.V.2000, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. მე-15 ვაჟთა საშ. სკოლა ოქროს მედლით (1947), თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1952), ასპირანტურა (1952-1955). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1956), მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1968). საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979), აკადემოკოსი (1993). იყო რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1955–1957), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1957-1958), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1977), დირექტორის მოადგილე (1977-1989), მათ. ფიზ. გან-ბის გამგე (1989-2000), სპი უმაღლ. მათ. კათედრის პროფესორი (1965). არის 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. ბ.-თ.ის ძირითადი მეცნ. კვლევები ეძღვნება იზოტროპული და ანიზოტროპული დრეკადი გარემოს დრეკადობის, თერმოდრეკადობისა და თერმოდიფუზიის თეორიის სივრცით და ბრტყელ დინამიკურ და სტატიკურ სასაზღვრო ამოცანებს. მის მიერ აგებული სასაზღვრო ამოცანების ამოხსნადობის თეორია საშუალებას იძლევა ფურიეს განზოგადებულ მწკრივებში აიგოს ალგორითმი და ამოხსნის მიახლოებითი ფორმულები, რომლებიც კარგად რეალიზდება ეგმ-ზე. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათ. საფუძვლების ანალიზს. ბ. თ. ერთ-ერთი თანაავტორია ცნობილი მონოგრაფიისა, რ-იც ეძღვნება დრეკადობისა და თერმოდერეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მიღებული აქვს საქ. სსრ სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში (1971), ილია ვეკუას სახ. პრემია (1987), ღირსების ორდენი „მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, სტუდენტ-ახალგაზრდობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის“ (1998), იყო საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).
თხზ.: Kupradze, V. D., Gegelia, T. G. Basheleĭshvili, M., Burchuladze, T. V. (1968). Трехмерные задачи математической теории упругости. (Russian) [[Three-dimensional problems in the mathematical theory of elasticity]] Izdat. Tbilis. Univ., Tbilisi, 627 pp. Second edition: Izdat. ``Nauka'', Moscow, 1976. 663 pp.; Kupradze, V. D., Gegelia, T. G. Basheleĭshvili, M., Burchuladze, T. V. (1979). Three-dimensional problems of the mathematical theory of elasticity and thermoelasticity. Translated from the second Russian edition. Edited by V. D. Kupradze. North-Holland Series in Applied Mathematics and Mechanics, 25. North-Holland Publishing Co., Amsterdam-New York. {\rm xix}+929 pp. ISBN: 0-444-85148-8; Burchuladze, T. V., Gegelia, T. G. (1985). Development of the potential method in elasticity theory. Trudy Tbiliss. Mat. Inst. Razmadze Akad. Nauk Gruzin. SSR 79, 226 pp. [in Russian].