ბუკია ზურაბ (13.IX.1955, გალი), აგრონომი, მკვლევარი, სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა საქ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი (1977). ჩაისა და სუბტროპ. კულტურათა და ჩაის მრეწვ. საკავშ. სამეცნ. - კვლევ. ინ-ტის გენეტიკისა და სელექციის განყ-ების უფრ. მეცნ. მუშაკი (1977-1995). ამავე ინ-ის გენეტიკისა და სელექციის განყ-ების ასპირანტი (1980 -1983). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1988); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს სამედ. საქმიანობის ლიცენზირების დეპარტ. მთ. სპეციალისტი (1995-2005); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს სამედ. საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტში მთ. სპეციალისტად (1995 – 2005); ფაზისის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2004); თსუ-ის ალ. ნათიშვილის მორფოლ. ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007--დან). გამოქვეყებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო.
თხზ.:ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2009). ფორთოხლის-Citrus sinensis (L.) Osb. სპონტანური და ინდუცირებული მუტაცია და ეკომორფოლოგია. ბათუმი, შ. რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941409646; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2010). ჰიბრიდიზაცია, ნუცელერული სელექცია და მუტაცია მანდარინის(Citrus ReticulaTa, Bl.) ზოგიერთი ნაგალა ჯიშის ფორმათწამოშობის მართვაში. ბათუმი, შ. რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941412264; ბუკია, ზ. (თანაავტორი). მცენარის მორფოლოგიის, ბიოლოგიისა და სელექციის ზოგიერთი საკითხი. ბათუმი, გამომც. ალიონი, ISBN9789941435041; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2016). ზოგიერთი მცენარის სელექცია, კვებითი და სამედიცინო ეფექტი. თბ., გამომც. მერანი, ISBN9789941061059; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2016). მცენარის ბიომორფოლოგია და სელექცია მედიცინის სამსახურში. თბ., გამომც. მწიგნობარი, ISBN9789941086854; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2017). ქართული მეჩაიეობა (უახლესი წარსული). თბ., გამომც. მწიგნობარი, ISBN9789941272981; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2017). მემცენარეობა საკვებწარმოების საფუძვლებით. ბათუმი, ბათუმის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941088674; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2019). მეჩაიეობის აღდგენის აუცილებლობა საქართველოში. თბ., გამომც. მწიგნობარი, ISBN9789941806049; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2020). საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები. თბ., გამომც. მწიგნობარი, ISBN9789941820311; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2022). ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები (სელექცია,კულტივირება, აგროტექნოლოგია). ბათუმი, ISBN9789941088674; ბუკია, ზ. (თანაავტორი). (2024). მცენარის სელექციური ჯიში-სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების გარკვეული გარანტი. თბ., გამომც. მწიგნობარი, ISBN9789941864643.