-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ბუიშვილი ლევან ლავრენტის ძე (24.IV.1933, ვორონეჟი, – 25.VII.1996, თბილ.). დაამთავრა თსუ (1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1959-1962), მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად-ის კიბერნეტიკის ინ-ტში (1962–1966). მუშაობდა ნახევრადგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნ. კვლ. ინ-ტში (1966-1973). მუშაობდა საქართვ. მეცნიერ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1973-1996). მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია, მყარი სხეულების მაგნიტური რეზონანსის თეორიაში შრომათა ციკლისათვის (1977). იყო საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). მისი ნაშრომები ეხება პარამაგნიტური სპინური სისტემის სტატისტიკურ თეორიას. იყო საქართ. მეცნ. აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1983-დან). საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993 -დან). ჯილდოები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე. (1985); საქართვ. სახელმწ. პრემია (1977).