ბუღაძე ვასილ
ბუღაძე ვასილ

ბუღაძე ვასილ მიხეილის ძე (02.XII.1955 ქ. საჩხერე-15.XII.2013 ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა:ქ. საჩხერის მე-3 საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1972) , თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1972-1977), ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1977-1980). ფიზ.- მათ. მეცნ. კანდიდატი (1984), იყო: თსუ-ის  მეცნ.-თანამშრომელი (1982-1995) და ამავდროულად ეწეოდა პედ. მუშაობას. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის პროფესორი (1995-2005), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2009).  რამოდენიმეჯერ იყო მიწვეული ქ. უმეოს სახელმწ. უნი-ტის მათ.  დეპარტ. როგორც მეცნ.-მკვლევარი (შვედეთი, 1997-2002). შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ამავე უნ-ტში კითხულობდა სხვადასხვა დონის კურსებს კალკულუსსა და მათ. ანალიზში (2002). საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასოცირებული მეცნ.-თანამშრომელია (2009-2013), იყო საქართვ. აგრარული უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2011-2013), გახდა ამავე უნ-ტის პროფესორი და თბილ. თავისუფალი უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2013). მისი ხელმძღვ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ოთხმა ასპირანტმა დაიცვა დისერტაცია. სამეცნ. მუშაობისთვის მიღებული აქვს გრანტები:  შვედეთის მეცნ. სამეფო აკად. გრანტი (1997-2002),  საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტები (2007-2009, 2013). არის 19 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებულის აქვს  საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. პრემია (1989),  დაჯილდოვდა ღირსების მედალით (2012),  ღირსების ორდენით (2013) .  

თხზ.: Bughadze, V. (თანაავტორი). (1994). On divergence of  Fourier-Walsh series of bounded functions on sets of measure zero: Matem. Sbornik, Vol. 185, No. 7, 20-26, (Russian); Bughadze, V. (თანაავტორი). (1995).  English translation in Russian Acad. Sci..Math. Sb., Vol.82, No.2, 365-372; Bughadze, V. (თანაავტორი). (2005). On a propety of Fourier expansion with respect to Haar Wavelet.   Bull. of the Georgian   Acad.  of  Sci., Vol. 171, No.1, 27-28; Bughadze, V. (თანაავტორი). (2009). On the separable double Haar wavelet.  Proc. of A.Razmadze Math. Inst., Vol. 151 (2009),  1-9.