ბუჩუკური თენგიზ
ბუჩუკური თენგიზ

ბუჩუკური თენგიზ (დ. 23.IX.1952,  ბათუმი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა-ინტერნატი (1969), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი სპეციალობით მათემატიკა (1974). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1982). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ის მყარი ტანის მექანიკის გან-ბაში (1973-1981). ბ. თ. მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ჯერ უწყვეტ ტანთა მექანიკის და შემდგომ მათ. ფიზ. გან-ბაში (1981-დან), 2017 წლიდან არის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი.  ბ. თ.-ს სამეცნ. საქმიანობის სფერო მოიცავს მათ. ფიზიკის ამოცანებს, კერძოდ, პოტენციალთა მეთოდს, ინტეგრალურ და ფსევდო-დიფერენციალურ განტოლებებს, საწყის-სასაზღვრო ამოცანებს ანიზოტოპური დრეკადობისა და თერმო-ელექტრო-მაგნეტო-დრეკადობი თეორიაში, შერეული და ბზარის ტიპის სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების ქცევის გამოკვლევას განსაკუთრებული წირების მიდამოში და ძაბვების ინტენსივობის მაჩვენებლების გამოთვლას, მათ. ფიზიკის სამგანზომილებიანი მოდელების შესაბამისი ორგანზომილებიანი გარსის მოდელების მიღებას და გამოკვლევას. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაცია, რომელთა ნაწილი დაწერილია ქართველ და უცხოელ მათემატიკოსებთან თანამშრომლობით, მათ შორის სამი მონოგრაფია. იყო საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ორი გრანტის კოორდინატორი.  ბ. თ. არის  საერთაშ. ჟურნ. “Georgian Mathematical Journal” აღმასრულებელი რედაქტორი. ის 2018 წ. დაჯილდოებული იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ილია ვეკუას სახ. პრემიით. თ.ბ. არის სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი, სადაც კითხულობს ფუნქციონალური ანალიზის კურსს.

თხზ.: Buchukuri, T., Chkadua, O., Duduchava, R., Natroshvili, D. (2012). Interface crack problems for metallic-piezoelectric composite structures. Mem. Differential Equations Math. Phys. 55 , 150 pp., ISSN 1512-0015; Buchukuri, T., Chkadua, O., Natroshvili, D. (2016) Mathematical Problems of Generalized Thermo-Electro-Magneto-Elasticity Theory. Mem. Differential Equations Math. Phys. 68, 166 pp., ISSN 1512-0015; Buchukuri, T., Duduchava, R. (2020) Thin Shells with Lipschitz Boundary. Mem. Differential Equations Math. Phys. 80, 170 pp., ISSN: ISSN 1512-0015.