ბუაჩიძე ზაქარია ელგუჯას ძე
ბუაჩიძე ზაქარია ელგუჯას ძე

ბუაჩიძე ზაქარია ელგუჯას ძე (6.V. 1947, თბილ.). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის საინჟინრო ფიზიკის ფაკ-ტი ნახევარგამტარების და დიელექტრიკების სპეციალობით, ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით (1970); მოსკოვის საავიაციო ინ-ტის მიზნობრივი ასპირანტურა (1979). თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა, ელექტრონიკის ლაბორ. ლაბორანტი (1972-1973); სსრკ მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტი სტაჟიორი (1974-1976, ქ. მოსკოვი); თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, უმცროსი მეცნ. მუშაკი, უფრ. მეცნ. მუშაკი, დარგობრივი ლაბ. N8, სექტორის უფროსი, ლაბორ. უფროსის მოადგილე, ლაბორ. უფროსი (1980-2006); ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინ-ტი, უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2006-დან); მუშაობს საქართვ. ტექ. უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტში (2011-დან). მიწვეული ასოცირებული პროფესორი (2011-2013); ასოცირებული პროფესორი (2017-დან); ვირტუალური მოდელირების ცენტრის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (2021-დან). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. სტატია, მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშ. კონფერენციასა და  საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში. არის 3 პატენტის მფლობელი. ტექ. მეცნ დოქტორი (2006), პროფესორი (2011).