-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოგრაფი გეოლოგი კარტოგრაფი
ბუაჩიძე ვლადიმერ (ლადო) ვაჟას ძე (08. VII. 1958, თბილისი), გეოგრაფი, კარტოგრაფი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი კარტოგრაფიის სპეციალობით (1985). მუშაობდა თბილ. კარტოგრაფიულ ფაბრიკაში მთ. ინჟინრის თანამდებობაზე (1984-დან). შეთავსებით მუშაობდა საქართვ. ენციკლოპედიაში წამყვან კარტოგრაფად (1997-2000); თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე მასწავლებლად (1997-2008); სააქციო საზ-ბა „კარტოგრაფია“ დირექტორად. ბ. ვ. თსუ-ში კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: რუკების შედგენა-გაფორმება, კარტოგრაფიული წარმოების ეკონომიკა, მენეჯმენტი და სტრუქტურა, რუკებისა და ატლასების მომზადება და გამოცემა; შემუშავებული და გამოცემული აქვს რუკები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სხვადასხვა კლასებისათვის გეოგრ. და ისტორიაში, მათ შორის კონტურული რუკები. იგი იყო ხელმძღ. და რედ. ათეულობით კედლისა და დასაკეცი გეოგრ. რუკების (მსოფლიოს, კონტინენტების, კავკასიის, საქართვ.) გამოცემისა; მონაწილეობა მიიღო ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს ატლასის“ და „საქართველოს ისტორიულის ატლასის“ მომზადებასა და გამოცემაში; იყო ქართ. ენაზე გამოიცემული გლობუსების ხელმძღ.
თხზ.: ბუაჩიძე, ვ. (2000). კარტოგრაფიული გენერალიზაცია. თბ.; ბუაჩიძე ვ. (2017). მსოფლიოს მინიატურული ატლასი. თბ., კარტოგრაფია.
ლიტ.: ხარაძე კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.