ბუაჩიძე გასტონ სერგოს ძე
ბუაჩიძე გასტონ სერგოს ძე

ბუაჩიძე გასტონ სერგოს ძე ( 21. X. 1935, თბილისი-13.VII. 2022), მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ნანტის უნ-ტის პროფესორი. წერდა ქართ. და ფრანგ.  ენებზე. ბ. გ. დაიბადა თბილ., მამამისი იყო ქართვ., ხოლო დედა ფრანგი - გაბრიელა ბრუსი, რომელიც მამამ, საფრ. გაიცნო (1934). ბ. გ.-მ დაამთავრა ლვოვის უნ-ტი (1958 ), ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იგი იყო: თსუ-ის ფრანგ. ლიტ-რის პროფესორი (1960 - 1990 ), ნანტის უნ-ტის, შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი (1991- 2001 ). თარგმნიდა ქართ. ლიტერატურას ფრანგ. და პირიქით  (თარგმნა ვეფხისტყაოსანი). ბ. გ.-ს კვლევების ძირითადი თემა იყო ქართ. და ფრანგ. ლიტერატურის კონტაქტები. ის იყო ქალაქების, თბილ. და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.