-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ქიმიკოსი საპატიო დოქტორი
ბროსტოუ ვიტოლდ (Brostow Witold, 1932), უნ-ტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ჩრდილოეთ ტეხასის (აშშ) უნ-ტის მასალათმეცნიერების ლაბორ. დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, პროფესორ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29.05.2015).
ბ. ვ.-მ ვარშავის მეცნ. აკადემიაში მოიპოვა მეცნ. დოქტორის წოდება ფიზიკასა და ქიმიაში. იგი იკვლევს მასალათა მეცნიერებებსა და ინჟინერიას, მაგნიტურ ველს, თერმოელექტრულ მასალებსა და პოლიმერებს.
ბ. ვ. მოწვეული პროფესორის სტატუსით მოღვაწეობდა შემდეგ უნ-ტებში: ტექნოლოგიების სამეფო ინ-ტი, სტოკჰოლმი (1992-2008), სან ლუისის არგენტინის ეროვნ. უნ-ტი (1998), იოჰანეს გუტენბერგის უნ-ტი, მაინცი (1986-1987). ამჟამად იგი ჩრდილოეთ ტეხასის უნ-ტში მასალათა მეცნიერებების, ინჟინერიისა და ფიზიკის მეცნ. პროფესორია. მინიჭებული აქვს ჯილდო პოლიმერთა კვლევაში (კოიჩი ჰატადასთან ერთად, ნარა, იაპონია, 2006).
ბ. ვ. წევრია მრავალი პროფესიული ორგანიზაციისა: ქიმიკოსთა საზ-ბა, საქართველო (2003), ევროპის მეცნ. აკადემია, ბრიუსელი (2002), ქიმიკოსთა სამეფო საზ-ბა, ლონდონი (1981), მეცნ. ეროვნ. აკადემია, მექსიკა (1977).
ბ. ვ. საქართვ. ქიმ. საზ-ბის საპატიო წევრია. მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით თსუ–ის წარმომადგენლები ნაყოფიერად მუშაობდნენ ჩრდილოეთ ტეხასის მოწინავე პოლიმერული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (LAPOM), რომლის დირექტორიც თავად იყო.