ბროკიშვილი მაია ომარის ასული
ბროკიშვილი მაია ომარის ასული

ბროკიშვილი მაია ომარის ასული (12.V.1966, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ანალიზური ქიმიის ფაკ-ტი, შემდეგ მაგისტრატურა (1990); ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს. თსუ-ის ალ. თვალჭრელიძის მინ. ნედლეულის  ინ-ტის გამოყენებითი კრისტალოქიმიის ლაბორატორიაში იყო ლაბორანტი, ინჟინერი და წამყვანი ინჟინერი (1987-2012); საგამოცდო ცენტრ „გეოანალიტიკას“ სამეცნ.-კვლ. განყ-ებაში მუშაობდა წამყვან ინჟინრად (2012-2022); შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (2022-დან). ბ. მ.-ს სამეცნ.-კვლ. მონაწილეობის შედეგები ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში და გამოქვეყნებულია სამეცნ. სტატიებში: „პერლიტის საფუძველზე სორბენტის მიღების და ნავთობით დაბინძურებული ობიექტების გაწმენდის პროცესების შესწავლა“ (ალ. თვალჭრელიძის მინ. ნედლეულის ინ-ტი, შრ. კრ., 2009). „IODINE IN UNDERGROUND WATERS OF INNER (Praha, Czech Republic)“ (the jornal Sciences of Europe, 2020, VOL 1, No 59);  „Heavy metals in railway station soils in western Georgia along the Zestaponi-Batumi line“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2025, No 179).

თხზ: ბროკიშვილი, მ. (თანაავტორი). (2023). კასპის რაიონის მინერალურ წყლებში იოდის შემცველობის გამოვლენა და მისი მნიშვნელობა. თბ.; ბროკიშვილი, მ. (თანაავტორი). (2024). ბუნებრივი გარემოს დაცვა ნავთობური დაბინძურებისაგან ფარავნის საბადოს პერლიტის საფუძველზე მიღებული სორბენტით. თბ.; Брокишвили, М. (თანაავტორი). (2017). Пиритосодержащие низкосортние баритовые руды Чордского месторождения разработка технологии обогащения и метод определения бария. Киев, КНУ.