ბრეგვაძე გიორგი იროდის ძე (24. VII. 1976, საჩხერე), ჰიდროლოგი, პედაგოგი, გეოგრ. დოქტ. (2016), ასისტ. პროფ (2006), ასოც. პროფ. (2024), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტამენტის ხელმძღვ. (2025-დან). ბ. გ. სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე, ჰიდროლოგია-ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით, მიენიეჭა ჯერ ბაკალავრტის (1997), შემდეგ მაგისტრანტის ხარისხი (1999). დაიცვა დისერტ. თემაზე „წყალდიდობების რისკების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე“ (2016). პედ. მოღვაწეობა დაიწყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრაზე (2005-დან), ბ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. არის 15-მდე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილ. და საერთაშ. პროექტებში წყლის რესურსების მართვის, ტბებისა და წყალსაცავების ჰიდროლოგიის, ჰიდროსტიქიური მოვლენების შესწავლისა და ჰიდროინფორმატიკის მიმართულებით.
თხზ.: ბრეგვაძე, გიორგი. (თანაავტორი). (2009). ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები, გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941126581; ბერგვაძე, გიორგი. (თანაავტორი). (2011). ზოგადი ჰიდროლოგია: ხმელეთის წყლების ჰიდროლოგია. თბილ. უნ-ტის გამომც., ISBN 9789941132254; ბრეგვაძე, გიორგი. (თანაავტორი).(2013). ზოგადი ოკეანოლოგია (ნაწილი I - ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია) თბილ. უნ-ტის გამომც., ISBN: 9789941132704; ალავერდაშვილი, მერაბი, ბრეგვაძე, მერაბი. (2014). ჰიდრომეტრია, თბილ. უნ-ტის გამომც., ISBN 978994133114.