-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ბრეგვაძე გიორგი ალექსანდრეს ძე (17.IX.1959), დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1989), შრომის ეკონომიკის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობას იწყებს პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტში. ამჟამად უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1995). არის ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნ–ტებში (1991–დან). გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.:ბრეგვაძე, გ. (2004). პურსაცხობი მრეწველობის წარმოქმნა და განვითარება საქართველოში, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ორმოციან წლებამდე. თბ., გამომც. უნივერსალი; ბრეგვაძე, გ. (2017). ბელგიის ინოვაციური სისტემა. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტი; ბრეგვაძე, გ. (2022). გლობალური ეკონომიკური და ეკოლოგიური საფრთხეები და მათი მშენებლობის ეროვნული სექტორის უსაფრთხოებაზე გავლენის თეორიული საკითხები. სამეცნიერო შრომების კრებული = Proceedings of scientific works, N 15. გვ. 299-325. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტი.