ბრეგაძე ლევან სოლომონის ძე
ბრეგაძე ლევან სოლომონის ძე

ბრეგაძე ლევან სოლომონის ძე (11.I.1947. ქ. ტყიბული). ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პროფესორი. დაამთავრა  თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1971), ასპირანტურა (1975). ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (2005), საქართვ. დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტის პროფესორი (2006), გელათის მეცნ. აკად. წევრი (2003), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1983), საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1978), ჟურნ. „კრიტიკის“ პ/მგ მდივანი, რედაქტორის მოადგილე (1978-1989), ჟურნ. „ქართული მწერლობის“ მთ. რედაქტორის მოადგილე (1990), „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი, რედაქტორი, მთ. რედაქტორი (2003-2022), თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, განყ–ების გამგე, მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2000), ჟურნ. „ქართული მწერლობის“ რედაქტორი (2008-2011). მიღებული აქვს ჯილდოები: ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), ლიტ. პრემია „საბა“ (2003, 2009, 2012), ლიტ. პრემია „საგურამო“ (2007), გ. გაჩეჩილაძის სახ. პრემია (2012), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საპატიო სიგელი ლიტერატურის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2016), ა. წერეთლის სახ. პრემია (2017), პრემია „მაჩაბელი“ (2021). ბ.ლ.-ს კვლევის ძირითადი სფეროა ძვ., ახ. და უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის თეორია, პოეტიკა, თარგმანი და ლიტ. ურთიერთობები. აღნიშნულ საკითხებს ეძღვნება მისი წიგნები: „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“ (1982); „სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი“ (1998); „მოთხრობები ლიტერატურაზე“ (2008); „ლიტერატურული (გამო)ძიებანი“ (2011); „თარგმანი და ორიგინალი“ (2014); „მოთხრობები ლიტერატურაზე 2“ (2019); „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (2020) და სხვ.

თხზ.: ბრეგაძე, ლ. (თანაავტორი). (1986). დაკარგული გასაღების ძიებაში. გამომც. მერანი; ბრეგაძე, ლ. (1999). ქართული ჟარგონის ლექსიკონი. ბაკურ სულაკაურის გამომც. ISBN 978-9941-15-468-4; ბრეგაძე ლ. (2010). მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე. გამომც. არტანუჯი. ISBN 978-99940-55-97-5; ბრეგაძე, ლ. (2012). ყოფითი რწმენა-წარმოდგენები. გამომც. არტანუჯი. ISBN 978-9941-421-75-4; ბრეგაძე, ლ. (თანაავტორი). (2013). ვკითხულობთ კლასიკას. გამომც. ინტელექტი. ISBN 978-9941-454-20-2;  ბრეგაძე, ლ. (2013). მოგზაურობა ლე კოკაზ ილიუსტრეს ფურცლებზე. გამომც. არტანუჯი. ISBN 978-99940-55-97-5.