ბრეგაძე კონსტანტინე აკაკის ძე
ბრეგაძე კონსტანტინე აკაკის ძე

ბრეგაძე კონსტანტინე აკაკის ძე (16.III.1974, თბილისი), გერმანისტი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის  ფაკ-ტი (1998), სწავლობდა ამავე ფაკ-ტის ასპირანტურაში (1998-2001), ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (2004), თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2009-2012) და ასოცირებული პროფესორი (2012), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყ-ების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015; 2009-2014 წლებს შორის ამავე ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი), ეწეოდა პედ. საქმიანობას პროფესორ გ. რამიშვილის  სახ. მე-6  საავტორო სკოლაში (გერმ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 1994-2001), გერმ. აკად. გაცვლების სამსახურის ორგზის სტიპენდიანტი (DAAD, 2001-2002, 2007), გოეთეს საერთაშ. საზ-ების სტიპენდიანტი (გერმანია, ვაიმარი, 2023), გოეთეს საერთაშ. საზ-ების წევრი (2004), ნოვალისის საერთაშ. საზ-ების წევრი (2007), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2018). არის თარგმანების ავტორი: ნოვალისი: ღამის ჰიმნები (2007); ფრიდრიხ შლეგელი: ეროტიული სონეტები („Erotische Sonette”) (2018); ჰანს-გეორგ გადამერი: გაგების წრის შესახებ („Vom Zirkel des Verstehens“) (2014).

თხზ.: ბრეგაძე, კ. (2009). ლიტერატურული და ენისფილოსოფიური ნარკვევები (ნოვალისი, ი. ვ. გოეთე, ვ. ფონ ჰუმბოლსტი.  თბ., გამომც. მერიდიანი, ISBN  978-9941-10-103-8; ბრეგაძე, კ. (2012). გერმანული რომანტიზმი. ჰერმენევტიკული ცდანი. გამომც. მერიდიანი, ISBN 978-9941-10-512-8; ბრეგაძე, კ. (2013). ქართული მოდერნიზმი (გრ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, გ. ტაბიძე).  თბ., გამომც. მერიდიანი, ISBN  978-9941-10-734-4;  ბრეგაძე, კ. (2016). ნიცშეს ფილოსოფია  ჩვენი  გამოცდილების  ჭრილში  (სამი  ლექცია).  თბ., გამომც. მერიდიანი, ISBN 978-9941-25-023-1; ბრეგაძე, კ. (2018).  მოდერნი და მოდერნიზმი. თბ., ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-25-438-3; ბრეგაძე, კ. (2022). ორი ცდა გოეთეზე: გოეთეს მსოფლმხედველობა „გოეთე და ნიცშე“.  თბ., გამომც. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-208-0; ბრეგაძე, კ. (2024). გოეთეს ფაუსტი: სიმბოლიკა და პოეტიკა. თბ., გამომც. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-614-9.