ბრეგაძე ბაჩანა იოველის ძე
ბრეგაძე ბაჩანა იოველის ძე

ბრეგაძე ბაჩანა იოველის ძე (11.II.1936, ამბროლაური-20.II.2016, თბილისი, დაკრძალულია მთაწმნიდის პანთეონში), ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1960); სხვადასხვა დროს მუშაობდა კლასიკური ფილოლ. კათედრაზე ლაბორანტად (1961-66); ქართ. ენციკლოპედიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად; რედაქტორიად (1966-72); იყო საქართვე. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთ. სარედაქციო კოლეგიისა და "რუსთაველის ბიბლიოთეკის" რედ. გამგე (1973-1994); იყო საგამომცემლო ცენტრ "ხომლის"ქვესაწარმო "მთარგმნელის"სამხატვრო საბჭოს წევრი (1994-1997); ამავე საბჭოს თავ-რე (1997-2000); ფილოს. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1999 წლიდან); აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბიზანტინოლოგიის განყ-ბის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2001-2006). ბ. ბ. ავტორია წიგნებისა: "ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი"; "მარკუს ავრელიუსი"; "სოკრატე"; "ფსევდო-ლონგინე"; "არისტოტელეს პოეტიკა"; "ნიკოლო მაკიაველი";"დანტეს ახალი ცხოვრება" (თ. ჩხენკელთან ერთად). მისი  თარგმანებია: "ახალი აღთქმა"; ბ. პასკალის "აზრები"; მ. ავრელიუსის "ფიქრები"; სერვანტესიის "დონ - კიხოტი"; ჰ. იბსენის "დრამები"; პ. ვალერის "სულის კრიზისი"; ნ. მაკიაველის "მთავარი"; ა. შტეკელის "შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია"; ნეტარი ავგუსტინის "აღსარებანი"; "იტალიური ზღაპრები"; ევრიპიდეს "მედეა"; ლ. პირანდელოს "ჰენრიხ IV", ა. ბერგსონის "ცნობიერების უშუალო მონაცემები"; ს. ვივეკანანდას "ჯნანა იოგა"; ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"; ჯ. ლეოპარდის "დიალოგები"; პლატონის "ადრეული დიალოგები"; "ფედონი"; "ნადიმი"; "იონი"; "დიდი პიპია"; "მენონი"; წმინდა ოთხთავი - "ოთხი სახარება" (მინიატურული გამოცემა); შ. დელის "ბიზანტიის იმპერიის ისტორია"; ა. შოპენჰაუერის "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები"; ორტეგა ი გასეტის "მასების ამბოხი"; "ხელოვნების დეჰუმანიზაცია"და სხვა. საკანდიდატო და სადოქტორო  დისერტაციები დაიცვა თემებზე- "ბლეზ პასკალი"(1994); "პლატონის ნატურფილოსოფია"(1996). იყო მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელობითი კოლეგიის, დამფუძნებელი და ხელმძღვ.; საქართვ.  მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013-2016); საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1973-2016); თბილ. საპატიო მოქალაქე (2014). დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით (1995, 2005); გადაეცა - პრემია "საგურამო" (2003); ლიტ. პრემია "საბა" (2004, 2007); საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლ. ჯილდო წმ. გიორგის ოქროს ორდენი; დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის; ივანე ჯავახიშვილის სახ. პრემია; ივანე მაჩაბლის სახ. პრემია; ილია ჭავჭავაძის სახ. პრემია; ექვთიმე თაყაიშვილის სახ. პრემია; დავით აღმაშენებლის სახ. პრემია.

თხზ.: ბრეგაძე, ბ. (1979). მიქელანჯელოს პოეზია: ლექსები. თბ., ნაკადული; ბრეგაძე, ბ. (1987). ბლეზ პასკალი: ფრანგი ფიზ., ფილოს. და მწერალი. თბ., ნაკადული; ბრეგაძე, ბ. (მთარგმნელი). (1994). ტიმეოსი. თბ., ირმისა; ბრეგაძე, ბ. (მთარგმნელი). (2002). პარმენიდე. თბ., ნეკერი, ISBN: 9992858508; ბრეგაძე, ბ. (2006). თხზულებები და თარგმანები: წ. 1 : დრო და მარადისობა. თბ., ნეკერი, ISBN: 9994086618; ბრეგაძე, ბ. (2006). თხზულებები და თარგმანები: წ. 2 : ახალი თარგმანები. თბ., ნეკერი, ISBN: 9994086669.

ლიტ.: ბრეგაძე ბაჩანა იოველის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. თბ., 1997; ყიფიანი, თ. (2000). წიგნი ღირსებისა: ტ. 1. თბ.; ბედუკაძე, ა. (2017). პრემია "საგურამოს"ლაურეატები: 2003-2017 წწ. საგურამო, 2017.