ბრაუნი იან
ბრაუნი იან

ბრაუნიან (Brown Ian, 15. V. 1926 – 29. VI. 2015), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანის წარდგინებით ქართველოლოგიაში, კავკასიოლოგიასა და ბასკოლოგიაში გაწეული ღვაწლისათვის, საქართველოსა და პოლონეთს შორის სამეცნ.-კულტ. კონტაქტების დამყარების, თსუ-სა და პოლონეთის უნ-ტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის პოლონელ მეცნიერს, ლინგვისტს, აღმოსავლეთმცოდნეს, კავკასიოლოგსა და შუმეროლოგს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (28. 05 2007).

ბ. ი.-მა დაიწყო კლასიკური ფილოლ. და კლასიკური არქეოლოგიის შესწავლა ლოძის უნ-ტში (1947). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ეტრუსკების ეთნოგენეზისი არქეოლოგიური კვლევების შუქზე“ (10. 10. 1951). იგი სტუმრობდა საქართვ. (1951-1955), სადაც სრულფასოვნად შეისწავლა ქართ. ენა. მეცნიერი დაეუფლა ახლო აღმოსავლეთის მკვდარ ენებს, გაეცნო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარე სამხრეთ მესოპოტამიის ისტორიულ ნაწილს, შუმერების პირველ ქალაქურ ცივილიზაციას.

ბ. ი.-მა მოიპოვა ხარისხი კლასიკური არქეოლოგიის ფილოსოფიაში (1951). იგი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ვარშავის უნ-ტის ძველი აღმოსავლეთის კათედრაზე. მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1991), შემდეგ ვარშავის უნ-ტის პროფესორის სტატუსს ატარებდა (1995).

ბ. ი.-ს ეკუთვნის „დიდ უნივერსალურ ენციკლოპედიაში“ შუმეროლოგიის თემაზე გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობა (1962-1970).