-
ავტორი
- კატეგორიები: დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული
ბრატისლავის იან კომენსკის სახელობის უნივერსიტეტი - დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული. ბრატისლავის იან კომენსკის სახ. უნ-ტი არის სლოვაკეთის უდიდესი უნ-ტი. სახელი ეწოდა ჩეხი პედაგოგის იან ამოს კომენსკის პატივსაცემად. შედის ევროპის უნ-ტების ასოციაციის და უტრეხტის ქსელის შემადგენლობაში. უნ-ტი დაარსდა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწ. შექმნისთანავე პრაღაში მდებარე კარლის უნ-ტის დახმარებით (1919). თავდაპირველად უნ-ტში მხოლოდ ერთი, სამედ. ფაკ-ტი არსებობდა, მაგრამ მოგვიანებით გაიხსნა ფილოს. და იურიდ. ფაკ-ტები (1921). გარკვეული პერიოდი ეწოდებოდა სლოვაკეთის უ-ნტი (1939-1954). ამჟამად უნ-ტში 13 ფაკ-ტია, სადაც დაახლოებით 30 000 სტუდენტი სწავლობს. უნ-ტთან არსებობს ბოტანიკური ბაღი. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდნენ ჩეხოსლოვაკიის პოლიტ. მოღვაწეები ა. დუბჩეკი და გ. ჰუსაკი, ასევე თანამედროვე სლოვაკეთის ორი პრეზიდენტი ი. გაშპაროვიჩი და ზ. ჩაპუტოვა. უნ-ტის კურსდამთავრებულები არიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: ვ. მეჩიარი; ი. მორავჩიკი; რ. ფიცო; ი. მატოვიჩი; რომაული სამართ. ისტორიის სპეციალისტი პ. ბლაგო და პოეტი შ. ჟარი. უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-თან.