ბოსი იურგენ
ბოსი იურგენ

ბოსი იურგენ (Boss Jürgen, 1961, ლორახი) საქ. პოპულარიზაციისა და ქართ. კულტურის საერთაშ. საზ-ბისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (30.11. 2016).

ბ. ი.-მა მიიღო პროფ. განათლება საგამომცემლო საქმეში (1980), ასევე სწავლობდა საორგანიზაციო მარკეტინგის თეორიას. მას მუდმივად წამყვანი პოზიციები ეკავა შემდეგ გამომცემლობებსა და ორგანიზაციებში: „დროემერ კნაურის გამომცემლობა“, „კარლ ჰანზერის გამომცემლობა“, „ჯონ ვილი და შვილები“. მისი ხელშეწყობით წარმატებით ხორციელდება მრავალი პროექტი. იგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორია (2005).

ბ. ი.-მა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვის წარმოსათქმელად მიიწვია მწერალი სალმან რუშდი (2015), რითიც ხაზი გაუსვა სიტყვის თავისუფლებას. ეს ჟესტი გააკრიტიკა ირანის მთავრობამ, რომელმაც ბოიკოტი გამოაცხადა რუშდის მიწვევის გამო და ირანისათვის განკუთვნილი სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ცარიელი დატოვა.

ბ. ი. ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის  დაჯილდოვდა ავსტრიული საპატიო ჯვრით (20.05.2013). იგი სხვადასახვა ორგანიზაციის პრეზიდენტი და წევრია: წიგნიერების გავრცელების კამპანია, გერმ. წიგნის პრემიის აკადემია, აფრიკის, აზიისა და ლათ. ამერიკის ლიტერატურის ხელშეყწობის საზ-ბა.