ბონდირევი იგორ ვსევოლოდის ძე
ბონდირევი იგორ ვსევოლოდის ძე

ბონდირევი იგორ ვსევოლოდის ძე (28.IX.1948, თბილისი - 05.XII.2021, თბილისი), გეოგრაფი, თსუ-ის პროფესორი (2002), დაამთავრა ა. პუშკინის სახ. პედაგ. ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი გეოგრაფიის სპეციალობით (1971-დან). მუშობდა საქართვ. გეოლოგიის დეპარტამენტში ჯერ ტექნიკოსად (1973); შემდეგ ინჟინრად, ჯგუფის უფროსად, უფრ. გეოლოგად, პარტიის უფროსად; მოზამბიკის სახ. რესპუბლიკაში გეოლოგ-გეომორფოლოგად (1979-1982); ბ. ი. იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. საბჭოს თემატური ჯგუფის ხელმძღვ. (1995-1997); საქართვ. სამეცნ.-ტექნ. კომიტეტის ინფორმაციის ინ-ტის ბუნ. დაცვისა და ბუნების რაციონ. გამოყენების განყ-ბის ხელმძღვ. (1991-1995); გეოლოგიის საბჭოს თემატური ჯგუფის ხელმძღვ. საქართვ. მინისტრთა საბჭოში (1983-1987). ბ. ი. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის გეომორფ. განყ-ბის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1995-დან); შემდეგ უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყ-ბის ხელმძღვ. (2000); შეთავსებით მუშაობდა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ფიზ. გეოგრ. და გარემოს დაცვის კათედრაზე (2000-2009); გორის პედ. ინ-ტში ფიზ. გეოგრაფიის კათედრაზე (1982-1985). ბ. ი.-მა ასპირანტურის კურსი გაიარა გეოგრაფიის ინ-ტში პროფ. ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით (1972-1976); შეისწავლა საქართვ. მაღალმთიანი რეგიონის, როგორც გეომორფოლ., ისე ეკოლ. ასპექტები, დაამუშავა სასარგებლო წიაღიასეულის ძებნა-ძიების სტრუქტურულ-გეომორფოლ. მეთოდები; შეადგინა და გამოაქვეყნა მოზამბიკის გეომორფოლ. რუკა, სტოკჰოლმი (1983); შეიმუშვა შავი ზღვის ეკოლ. პროცესების ინფორმაციული მოდელი. აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. იყო ქ. მაპუტუს (მოზამბიკი) უნ-ტის საპატიო პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა-„საქართველოს პერიგლაციალური ლანდშაფტები“ (1977); სადოქტორო დისერტაციის თემა - „მოზამბიკის გეომორფოლოგია“ (1994). ბ.ი. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. ფიზ. გეოგრაფიის განყ-ის ხელმძღვ. (2006-2009), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2021), საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995). მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები:     „მსოფლიო ღირსების მედალი“ (2003), „მსოფლიო თავისუფლების მედალი“ (2005), ამერ. ბიოგრაფიული ინ-ტის ოქროს მედალი (2006). ;

თხზ.: Бондырев, И. (1988). Структурно-геоморфологический анализ и аэрокосмические методы при поисках полезных ископаемых в Грузинской ССР, Груз Ниинти.Тб.; Бондырев, И. (2005). Геоморфология и палеогеография Африки. Тб.; Бондырев, И. (თანაავტორი), (2006). Релевантность климатических аномалий в развитии экзодинамических процессов (на примере Кавказа). Сб.: Трудов ин-та Географии им. Вахушти Багратиони. Тб.,Универсали; Бондырев, И. (თანაავტორი), (2006). Особенности динамикиприродных процессов Южно – Восточной Африки в четвертичное время и некоторые аспекты денудационных поверхностей. труды межд. научн. конф. „Изменеия природной среды на рубеже тысячелетий“. Тб., Полиграфи; ბონდირევი ი. (2006). თანამედროვე სტრუქტურული გეომორფოლოგიის ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, გეოგრ. ინ-ტის შრ. კრებ. ახალი სერია, №1, უნივერსალი, გვ. 57-79; Бондырев, И. (თანაავტორი). (2007). География катастроф и риска зоны влажных субтропиков Кавказ-Понтийского региона; Бондырев, И. (თანაავტორი). (2008) Антропогенная трансформация природной среды Южного Кавказа.

ლიტ: ხარაძე, კ., (თანაავტორი). (2003). ბონდირევი იგორ ვსევოლოდის ძე, ქართველი მოგზაურები. გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ.