-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი
ბოლოთაშვილი გივი მიხეილის ძე (5.V.1940, თბილისი – 25.VI.2023, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1982). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1965) და ასპირანტურა დასავლეთ ევროპის უახლესი ისტორიის განხრით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „სოციალისტური რევოლუციის დაცვის თეორია და პრაქტიკა (კუბის ისტ. ტრადიციები და გამოცდილება)“ (1980). მუშაობდა თსუ-ში, სადაც იყო ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი, უფრ. მასწავლებელი (1969-დან); ევრ. და ამერიკის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი (1982-2006), შემდეგ გამგე (2003-2006); ისტორიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1981-1982). იყო აჭარის ავტონ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1996-1999), საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი ბლოკიდან ,,საქართველოს აღორძინება"(1999-2004), განათლების, მეცნიერების, კულტ. და სპორტის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი.
თხზ.: ბოლოთაშვილი, გ. (1973). ახალი ისტორია მეორე პერიოდი. წ. 1, 1870-1900. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბოლოთაშვილი, გ. (1997, 1998, 2000). უახლესი ისტორია: საშ. სკოლის მე-10 კლასის სახელმძღვანელო. ნაკვ. 1, (XIXს-ის 70-იანი წლები 1918 წ.); ბოლოთაშვილი, გ. (თანაავტორი). (2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005). უახლესი ისტორია, 1919-1991: საშუალო სკოლის მე-9 კლასის სახელმძღვანელო. თბ., გამომც. საქართვ. მაცნე; ბოლოთაშვილი, გ. (2002, 2003, 2004, 2005). მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია: მე-11 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. თბ., გამომც. საქართვ. მაცნე; ბოლოთაშვილი, გ. (2016). ნარკვევები საერთაშორისო ურთიერთობებსა და უახლეს ისტორიაში. თბ., გამომც. ქართ. აკად. წიგნი.