- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ბოლოკაძე ესტატე ალექსანდრეს ძე (25.IX.1937, ხაშური - 11.VII.2024, თბილისი), მეცნ.-ეკონომისტი, პედაგოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1968). იყო საქართვ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის მეცნ.-თანამშრომელი (1969-1973); თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1974-1976). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,კოოპერაციული ვაჭრობის მთლიანი შემოსავალი და მისი გამოყენება“ (1975), იყო თსუ-ის დოცენტი (1977-1980). მოგვიანებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,სასაქონლო მიმოქცევის სფეროს ფულადი შემოსავლები და ხარჯები“ (1987) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხი, შემდეგ კი პროფესორის წოდება. პროფეს. ბ. ე. არჩეულ იქნა ვაჭრობის ეკონ. და მარკეტინგის კათედრის გამგედ (1988-2006). შეთავსებით იგი მუშაობდა საქართვ. ეკონ. და სამართლის სასწ. ინ-ტის, შემდგომ თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტთან არსებული ტურიზმის სკოლის პროფესორად. წლების განმავლობაში იგი იყო: თსუ-ის სამეცნ. საბჭოს წევრი; ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის განხრით მოქმედი სადისერტაციო საბჭოს წევრი და თავ-რის მოადგილე;საქართვ. ეროვნ. აკადემიასთან არსებული სწავლულ ექსპერტთა საბჭოს საკოორდინაციო საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო (აქედან 3 თანაავტორობით) და ორი მონოგრაფია. მის მიერ მომზადდა პირველი ქართ. ორიგინალური სახელმძღვანელო - ,,მარკეტინგი“ (1995), რ-იც საქართვ. რესპ. განათლების სამინისტროს მიერ ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებისთვის დამტკიცდა. იგი ასევე იყო რამდენიმე სახელმძღვანელოსა და სამეცნ. ნაშრომის რედაქტორი, ეკონ. პროფილის სხვადასხვა კრებ. და ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. თსუ-ის წარდგინებით, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, პედაგოგიურ და სამეცნ. საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის.
თხზ.: ბოლოკაძე, ე. (1983). ლექციების კურსი ვაჭრობის ეკონომიკაში:სავაჭრო და საბითუმო გასაღების დათმობები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ბოლოკაძე, ე. (2005). სავაჭრო საქმის ეკონომიკური ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994038516; ბოლოკაძე, ე. (2009). საბანკო მარკეტინგი. თბ., საერთაშ. სამართლისა და მართვის ქართ.-ბრიტ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941012204; ბოლოკაძე, ე. (2010). საწარმოს საქმიანობის ეკონომიკური კვლევა. თბ., სსმუ გამ-ბა, ISBN 9789941021602; ბოლოკაძე, ე. (2011). ბიზნესმარკეტინგი. თბ., მწიგნობარი, ISBN 9789941424151.