-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ბოლქვაძე ვასილ ყარამანის ძე
ბოლქვაძე ვასილ ყარამანის ძე - მეწარმე, ჰუმანიტარი, თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი. თბილისში გახსნა საამხანაგო სტამბა "შრომა" (1903). ხელს უწყობდა ქართ. წიგნებისა და ჟურნ.-გაზ. ბეჭდვას. მისი დახმარებით გამოიცა რამდენიმე ქართ. გაზ. იგი ცნობილი იყო, როგორც ქართ. მწიგნობრობისა და საგამომცემლო-სამეწარმეო საქმის კარგი მცოდნე; მწიგნობარ-მესტამბე, ბეჭვდის საქმის დიდოსტატი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვ. წევრი (1914-1915); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.405; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.