-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი ჟურნალისტი მწერალი
ბოლქვაძე თეოფილე (თეოფანე) ერასტის ძე (1878, სოფ. სამხთო, ოზურგეთის მუნიციპ. გ.-??), მეწარმე, ჟურნალისტი, მწერალი, “ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი“ (1917-1918); ,,წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვ. წევრი (1914); ბ. თ. დაეუფლა სასტამბო ხელობას (1898) და მუშაობდა თბილ. სტამბებში, კერძოდ საამხანაგო სტამბა "შრომაში" (1906). გამოსცა იუმორისტული ალმანახი "სალამური" (1909), რ-იც გამოდიოდა მისი რედაქტორობით (1908; 1912-1915). იგი ამავე დროს იყო რედ. ყოველკვირეული სატირული გაზ. "მათრახისა" და "ხათაბალასი" (1909-დან). ბ. თ. დააპატიმრეს გაზ. "მათრახში" მთავრობის საწინააღმდეგო ლექსის (ჩახრუხაძის, იგივე ვ. რუხაძე,- "სათარხანის სიმღერა") დაბეჭდვის გამო (1909). ციხიდან გამოსვლის შემდეგ (1910), დროგამოშვებით, კვლავ გამოსცემდა იუმორისტულ ჟურნალს. ხათაბელელის ფსევდონიმით მან რამდენიმე ლექსი გაზ. "ტარტარზოშიც" დაბეჭდა. ჟურნ.-გაზ. შემდეგ მან შეწყვიტა გამოცემა და ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად (1918). ბ. თ. ცნობილი იყო, როგორც ქართ. მწიგნობრობისა და საგამომცემლო-სამეწარმეო საქმის კარგი მცოდნე, მწიგნობარ-მესტამბე, ბეჭვდის საქმის ოსტატი, იუმორისტი. მუშაობდა ოზურგეთის სტამბაში (1919-1934).
თხზ.: ბოლქვაძე, თ. (1911). ნაცარ-ქექია: სასაცილო ზღაპარი. ტფ., სტ. შრომა, გამოც. ხუმარა-სი, N4; ბოლქვაძე, თ. (1911). წითელი ოთახი, ანუ უცნაური ამბავი ტფილისში. ტფ., სტ. შრომა; ბოლქვაძე, თ. (ხათაბალელი). (1920). ადერბეიჯანში : [ლექსი]. თბ. 1920.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ., 2018, გვ. 403; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ.2.