-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი საპატიო დოქტორი
ბოლკი ფრანც ( Bolck Franz, 15. IX. 1918, ბერლინი - 22. XI. 2000, იენა), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ იენის პათოლოგიის ინ-ტის დირექტორს, პროფესორს, მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (24.09.1984).
ბ. ფ. ბერლინისა და ლაიფციგის უნ-ებში მედიცინას ეუფლებოდა (1939). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით: “სისხლის მოცულობა და ხურვება“ (1944), შემდეგ მიიღო უმაღ. აკად. კვალიფიკაცია შემდეგი თემით: “ენდოთელიომა, მორფოლოგია და ონკოლოგია“ (1950). იგი მედიცინის ფაკ-ტის პათოლოგიის პროფესორად დაინიშნა (1952), ხოლო შემდეგ - პროზექტორად (ლაიფციგის უნ-ტის პათოლოგიურ-ანატომიური განყ-ბის ხელმძღვ.). მეცნიერი იენის უნ-ტში მიიწვიეს ზოგადი პათოლოგიისა და კერძო პათოლ. ანატომიის კათედრის პროფესორისა და პათოლოგიის ინ-ტის დირექტორად (1955), შემდეგ კი მედიცინის ფაკ-ტის დეკანის მოვალეობას ასრულებდა (1959-1961). ბ. ფ.-ს პრორექტორისა (1961) და უნ-ტის რექტორის თანამდებობა ეკავა (1968-1983). მეცნიერმა კლინ. პათოლოგიის სინოპტიკური განყოფილება დააარსა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო.
ბ. ფ.-ის ინიციატივით თსუ-ისა და იენის უნ-ტს შორის ხელი მოეწერა პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ბ. ფ.-ის ხელშეწყობითვე დამყარდა მჭიდრო სამეცნ. და მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის: იენის უნ-ტში მიმდინარეობდა ფართო ქართველოლოგიური მუშაობა, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები, ჩამოყალიბდა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები და დაარსდა მნიშვნელოვანი ჟურნ. “Georgica.”
ბ. ფ. იყო წევრი მრავალი ორგნაზაციისა: გერმანიის პათოლოგთა საზ-ბა, ევროპის პათოლოგთა საზ-ბა, ევროპის ციტოლოგთა საზ-ბის ფედერაცია, გერმანელ მეცნიერთა და ექიმთა ასოციაცია.