ბოლაშვილი ნანა როინის ასული (25.XI.1967, ბორჯომი), გეოგრაფი, ინჟინერ-ჰიდროლოგი (1989), გეოგრაფიის მეცნ. კანდ. (1999), საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (2025), საქართვ. ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიის საზ-ბის პრეზიდენტი (2016-2024), ვიცე-პრეზიდენტი (2008-2016, 2024-დღემდე). ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემიის ლაურეატი (2023), პრეზიდენტის სტიპენდიატი (2002), მთ. რედაქტორი: National Atlas of Georgia (2018), საქართვ. გეოგრ. ატლასი (2018), Physical Geography of Georgia (2022), კახეთის რეგიონის გეოგრ. ატლასი (2025). ბ. ნ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდროლოგია და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია (1989). წარჩინებით დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა ინ-ტი, მეორადი ფაკ-ტი ინგლ. ენის სპეციალობით, მიენიჭა ინგლ. ენის ფილოლოგის კვალიფიკაცია (1987). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად (1989-1991), უმცროს მეცნიერად (1991-2000), უფრ. მეცნიერად (2000-2005), სსიპ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად (2005-2006), დირექტორის მოადგილედ (2006-2007), დირექტორად (2007-დან), ამჟამად იკავებს თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დირექტორის და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებს (2018-დან). მისი კვლევითი ინტერესები ეხება ჰიდროლოგიას, კლიმატოლოგიას, კარსტულ წყლებს, კარტოგრაფიას და სხვ. ბ. ნ. მონაწილეობს საქართვ. ზედაპირული წყლის რესურსების გეოგრ. საინფორმაციო სისტემის შედგენაში, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართვ. ეკონ. განვითარების სამეცნ. უზრუნველყოფისათვის. მან, კოლეგებთან ერთად, დიდი სამუშაოები ჩაატარა წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის ჰიდროლოგიური შესწავლილობისთვის. ბ. ნ.-ს სადისერტაციო ნაშრომი „წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე“ (1999) სრულიად ახალი სიტყვა იყო ჰიდროლოგიურ პროგნოზირებაში. მისი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სახეთა ამოცნობის თეორიის მეშვეობით წყალმოვარდნების პროგნოზირება შეზღუდული დაკვირვების მასალის არსებობის პირობებში. ბ.ნ.-ს გავლილი აქვს მსოფლიო მეტეოროლ. ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული MASHAV-ის პროგრამის ამინდის მოდელირების კურსები ქ. თელ-ავივში, ისრაელი (1998), თანამგზავრული მეტეოროლოგიის კურსები ქ. ნანკინში, ჩინეთი (2000). ბ. ნ. იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის ტესტის კომიტეტის წევრი (2025), სააპელაციო კომისიის წევრი/თავ-რე (2018-2025), კონსულტანტი (2014-2017), ეროვნ. გამოცდების ნამუშევრების შემფასებელი (2006-2016), მასწავლებლების ატესტაციის ნამუშევრების შემფასებელი (2010-2016), კერძო სკოლა „აკადემიური"-ს გეოგრაფიის მასწავლებელი (2003-2007), სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრის ექსპერტი-გეოგრაფი (2023-2024). ბ. ნ.-ს მონაწილეობით ჩატარებულია კვლევები: სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები; ქ. ჭიათურის დაბინძურებული სასმელი წყლების მორიტორინგი; დასავლეთ საქართვ. ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები (შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის წარმატებული პროექტი); მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის გეგმების შემუშავება საქართვ. ოთხი მდინარის აუზისთვის; კახეთის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა; ქვემო ქართლის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა და სხვ. ბ. ნ. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნ.-ტექნ. კომიტეტის წევრია (2010-დან). მონაწილეობს კომიტეტის ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სხდომებში. იყო გვალვაზე საერთაშ. სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი (2022-2024). ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების სამთავრობოთაშორისი პლატფორმის ექსპერტი (2014-2018). ბ. ნ. არის არაერთი მონოგრაფიისა და შრომათა კრებულის მთ. რედაქტორი, რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და/ან რეცენზენტი. არის ქართ. ენციკლოპედიის მიერ გამოცემული „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის“ რედკოლეგიის წევრი და „ქართული ენციკლოპედიის“ სამეცნ. სექციის ხელმძღვ. არის თსუ-ის გეოგრაფიის ინ-ტის და გეოგრ. საზ-ბის მიერ დაარსებული ინგლისურენოვანი ელექტრ. ჟურნ. „Georgian Geographical Journal“ რედ. (2021-დან). ბ. ნ. არის რამდენიმე ადგილ. და საერთაშ. საგრანტო პროექტის სამეცნ. ხელმძღვ. და ძირით. შემსრულებელი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. სამეცნ. ფორუმსა და პროგრამაში მომხსენებლის, სამეცნ. კომიტეტის წევრისა და სექციის ხელმძღვანელის რანგში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომები, მათ შორის საერთაშ. რეიტინგულ იმპაქტ ფაქტორიან სამეცნ. ჟურნალებში.
თხზ.: Bolashvili, N. (თანაავტორი). (2014). Mudflow Phenomena in Eastern Georgia (Kakheti Region) and Their Development Trends Related to Climate Change, International Journal of Scientific Research, vol.3, issue 2; Bolashvili, N. (თანაავტორი). (2015). Climate as an integral synthesizer in development-reactivation processes of landslide and diagnostic criterion of its evaluation, Chapter in book Engineering geology for Society and Territory vol. 2, Springer; Bolashvili, N. (თანაავტორი). (2017). Tskhaltubo (Prometheus) Cave System, LAMBERT Academic Publishing, 148 p.; Bolashvili N., et all. Inland waters, chapter 10 in the book: The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment, Springer, Switzerland;
მასზე: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება; ბიოგრაფიული ცნობარი, ვინ ვინ არის საქართველოში. (2009); ქართული ბიოგრაფიული ცენტრი; ჩვენ - საქართველოს ქალები (2010), პეტიტი.