-
ავტორი
- კატეგორიები: ბოტანიკოსი ბიოლოგი
ბოკერია მარინე (მაკა) რევაზის ასული (05. XII, 1958, თბილისი), ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი, სპეციალობით - ბოტანიკოსი, ბიოლ. და ქიმიის მასწავლებელი (1983). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტანიკის ინ-ტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყ-ებაში: თავდაპირველად ლაბორანტის, შემდგომ კი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1983-1999); მონაწილეობდა მრავალ ფლორისტულ ექსპედიციაში კავკ. და საქართვ. სხვადასხვა რეგიონში; პროფ. სტაჟირება გაიარა კომაროვის სახ. ბოტანიკის ინ-ტში (სანკტ-პეტერბურგი), ბიოსისტემატიკისა და მცენარეთა ციტოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც დაეუფლა მცენარეთა კარიოსისტემატიკური კვლევის თანამედროვე მეთოდებს (1985-1988). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ერთლებნიანთა სისტემატიკის მიმართულებით, თემა: “ოჯახ Colchicaceae DC-ს კავკასიის წარმომადგენელთა კარიოსისტემატიკა” (1999). მისი სამეცნ. საქმიანობის ძირითადი სფეროა ერთლებნიანი მცენარეების ტაქსონომიური, კარიოსისტემატიკური და პალინოლოგიურ კვლევები. აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. პუბლიკაცია; არის საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ბოტან. კოლექციების საერთო ფონდის კურატორი (2000). მისი საქმიანობა მოიცავს ბოტან. კოლექციების სისტემატიზაციას, მეცნიერულ კვლევას და ფონდების დიგიტალიზაციას; არის გამოფენის „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“კურატორი და მონაწილეობს მუზეუმის მულტიდისციპლინურ საერთაშ. პროექტებში; სპეციალიზებული კურსები გაიარა ბაზელსა და ვისბადენში, სადაც დაეუფლა განამარხებული მცენარეული მაკრო და მიკრონაშთების იდენტიფიკაციისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდებს (2006-2008). ბ. მ.-ს მიერ გამოვლენილია არქეოლ. ძეგლების (ნოქალაქევი-ციხეგოჯი, ვანის ნაქალაქარი და გონიო-აფსაროსი) კულტ. ფენებიდან მაკრონაშთების მრავალფეროვანი სპექტრი, მათ შორის ძირითადი აგროკულტურები - ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, ოსპი, ბარდა და სელი. მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია დას. საქართვ. უძველესი საარსებო ეკონომიკის, აგრ. პრაქტიკისა და კვებითი სისტემების რეკონსტრუქციისათვის; არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2020); საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნასრომების ხელმძღვ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: „О забытом виде Colchicum из Абхазии“ (Ботанический журнал, 1990, N 75); Bokeria, M. (2010). West Georgia: History and diversity of vegetation and the use of plants through archaeobotany” (In: News of Ancient Colchis, 2010, Adamantis-press); “ოჯ. Colchicaceae: გვარები Merendera, Colchicum” (საქართველოს ფლორა, 2011, ტ. XVI); Bokeria, M. (2014). “Archaeobotanical analysis of samples from Nokalakevi” (In: P. Everill. BAR International Series 2612, 2014, Oxford: Archaeopress); “Bondi Cave and the Middle-Upper Palaeolithic transition in Western Georgia (South Caucasus)’ (Quaternary Science Reviews, 2016, N146). აღწერილი აქვს მეცნიერებისთვის ახ. სახეობა - ვორონოვის უცუნა. მისი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია: უმაღლ. მცენარეთა სისტემატიკა და ევოლუცია; ერთლებნიანთა ტაქსონომია და კარიოსისტემატიკა; მცენარეთა მრავალფეროვნება; პალეოეთნობოტანიკა და კულტ. მცენარეების დომესტიკაცია.