ბოკერია მანანა გრიგოლის ასული (02. VIII. 1939, თბილისი), გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1972). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ჰიდროლოგიის სპეციალობით (1962); აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი (1967-1970); მუშაობდა ექსპერიმენტ. დაპროექტების ზონალურ ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1962-დან); ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის კლიმატოლოგის განყ-ში, საიდანაც გაიგზავნა ლენინგრადში ა. ვოეიკოვის სახ. მთ. გეოფიზიკურ ობსერვატორიაში (ხელმძღვ. პროფ. ლ. ანაპოლსკაია); მუშაობდა თსუ-ის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1971-დან), სადაც კითხულობდა ლექციებს საგანში „კლიმატი და სამშენებლო კლიმატოლოგია“; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მეტეოროლოგიური პარამეტრების შეფასება სამშენებლო საპროექტო და მშენებლობის მიზნებისათვის კავკასიის მაღალმთიან რაიონში“ (1971). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-იც ძირითადად ეხება კლიმატოლოგიის საკითხებს, სამშენებლო კლიმატოლოგიასა და დიდი ქალაქების ეკოლოგიას: „კავკასიონის მაღალმთიან ზონაში ქარის სიჩქარის რეჟიმის დახასიათება“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1969, N 3, ტ. 54); „ნალექების წლიური მსვლელობა კავკასიონის მაღალმთიან ზონაში“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1969, N1, ტ. 55); „ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის რეჟიმი კავკასიონის მაღალმთიან ზონაში“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1970, N 2, ტ. 59); „გამოყენებითი კლიმატოლოგია“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1976, N 8); „ კლიმატი და საცხოვრებელი სახლი“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1976, N 4); „მზის რადიაცია და სამოქალაქო მშენებლობა“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1977, N 8). მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია.
ლიტ.: ხარაძე კ., (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.