-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი მათემატიკოსი
ბოიარსკი ბოგდან ტადეუშ (Bojarski Bogdan, 13. VI. 1931, პოლონეთი, - 22. XII. 2018, ვარშავა, პოლონეთი), უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისათვის პოლონელ პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2011). ბ. ბ. პოლონელი მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებების პროფესორი, პოლონეთის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრია (1986). ბ. ბ.-მ დაამთავრა ლოძის უნ-ტის მათემატიკის მეცნიერებების ფაკ-ტი (1951). მოსკოვის უნ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1954). გაიარა ჰაბილიტაცია მოსკოვის ვ. ა. სტეკლოვის სახ. ინ-ტში (1959). იყო ვარშავის უნ-ტის პროფესორი (1968-1986), ამავე უნ-ტთან არსებული მათემატიკის ინ-ტის დირექტორი (1970-1981), პოლონეთის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტის დირექტორი (1986-2002), სტეფან ბანახის სახ. საერთაშ. მათ. ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა (1993-2002). ბ. ბ. პოლონეთის მეცნ. აკადემიის წ.–კორ. (1973). პროფესორი პოლონეთის ხელოვნ. და მეცნ. აკად. წ.-კორ. (2000). მან ჩამოაყალიბა წრფივი შეუღლების ამოცანის ამონახსნის მდგრადობის პირობა მატრიცის კერძო ინდექსების ტერმინებში. დაამტკიცა ბელტრამის განტოლების გლობალური ამონახსნის (მთ. ჰომეომორფიზმის) არსებობა განტოლების კოეფიციენტის საკმაოდ ფართო კლასისათვის. განაზოგადა განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორია ვექტორული და მატრიცული ფუნქციებისათვის. ის იყო აკად. ი. ვეკუას მოწაფე და მომდევნო წლებში იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველ მათემატიკოსებთან. მან მიიღო სტეფან ბანახის პრემია (1963), დაჯილდოვდა პოლონეთის აღდგენის ორდენის რაინდის ჯვრით (1974), პოლონეთის აღდგენის ორდენის კომანდორის ჯვრით ვარსკვლავით (1999).
თხზ.: Bojarski, B. (1958). On a boundary value problem of the theory of analytic functions. Dokl. AN SSSR 119, 199–202 [in Russian]; Bojarski, B. (1957). Generalized solutions of a system of differential equations of first order and elliptic type with discontinuous coefficients. Mat. Sb. 43(85), 451–563 [in Russian]; Bojarski, B. (1959). Some boundary value problems for 2n system of elliptic differential equations on plane. Dokl. Akad. Nauk SSSR 124, 543–546.