ბოედერი ვინფრიდ
ბოედერი ვინფრიდ

ბოედერვინფრიდ (Boeder Winfried, 02.IV.1937, არვაილერი, რაინლანდი-24.XII.2023),  თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართვ. მეცნ. გაწეული დახმარებისათვის გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.03.2009).

ბ. ვ. სწავლობდა საბაზისო გიმნაზიაში (1943,1946-1947). მან შედარებითი ენათმეცნიერება, ბერძნ. და ლათ. ფილოლოგია შეისწავლა  ფრაიბურგ-ბრაისგაუსა და ჰამბურგში. სასწავლებლად იმყოფებოდა ლიუტიხსა და პარიზშიც. ბ. ვ.-მა იოჰან ლემანის ხელმძღვანელობით დაიცვა სამეცნ. ხარისხი (1961). ამავე წლიდან მეცნიერ-ასისტენტად მუშაობდა ფრაიბურგსა და ჰამბურგში ჰანს ჰარტმანთან. მან მოიპოვა უმაღ. აკად. კვალიფიკაცია ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერების დარგში (1967).

მეცნიერი 1973–2002 წლებში ხელმძღვანელობდა ლინგვისტიკის გან-ბას კარლ ოსიეცკის უნ-ტში (ოლდენბურგი), სადაც გერმ. სამეცნ.-კვლ. საზ-ბის ხელშეწყობით იმართებოდა სიმპოზიუმები “კავკასიურ ენათა პრობლემების” საკითხთან დაკავშირებით.

ბ. ვ.-ის მნიშვნელოვან პუბლიკაციათა რიცხვს მიეკუთვნება: „ძველი ქართული ანბანის ანალიზი“ (1975), „ქართული ენის სიწმინდე“ (2003), „კავკასიური ენების პრობლემატიკა“ (2003), „სამხრეთკავკასიური ენები“ (2005). მან გერმანულად თარგმნა თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1982).

ბ. ვ. აქტიურად სტუმრობს საქართვ. (1974). მისი მასწავლებლები იყვნენ ი. იმნაიშვილი და ა. შანიძე. 2002 წელს იგი საქართვ.  მეცნ. ეროვნ. აკადემიის უცხოელ წევრად,  შემდეგ კი ილიას სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტორად აირჩიეს (2017).