ბოჭორიშვილი ცირა ვარლამის ასული
ბოჭორიშვილი ცირა ვარლამის ასული

ბოჭორიშვილი ცირა ვარლამის ასული (16.X.1939-14.XI.2006, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლოგიის მიმართულებით (1964). თსუ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფ. არახლოში (ახლანდ. ნახიდური) მასწავლებლად. იყო თსუ ირან. ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1966-დან), შემდეგ კი უფრ. მასწავლებელი, კითხულობდა სპარს. ენის კურსებს. ბ. ც.-ს კვლევითი მიმართულება სპარსულ-ქართ. ენობრივი ურთიერთობები.

თხზ.: ბოჭორიშვილი, ც. (1976). XVIII საუკუნის ძეგლის „მირიანის“ენობრივი თავისებურებანი.  მეცნ. აკად. „მაცნე“, ენისა და ლიტ-რის სერია, N4, გვ. 146-154; ბოჭორიშვილი, ც. (1978). ზმნის გრამატიკულ ფორმათათვის „მირიანში“, „მაცნე“, ენისა და ლიტ-რის სერია, N2, გვ. 123-133.