ბოჭორიშვილი ბექა გურამის ძე
ბოჭორიშვილი ბექა გურამის ძე

ბოჭორიშვილი ბექა გურამის ძე (07.X.1980,  ადიგენი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი, ფიზიკის სპეციალობით (2002) და ამავე უნ-ტის მაგისტრატურა, სპეციალობით მყარი სხეულების ფიზიკა (2004). სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობაზე მყარი სხეულების და კვანტური სითხეების ფიზიკა (2005-2007) და დოქტორანტურაში (2008-დან). ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა დოქტორანტურაში თესალონიკის არისტოტელეს უნ-ტში, საბერძნეთი (2008-2010). თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თეორიულ ნანოფიზიკაში თემაზე ’’კვანტური წერტილების ელექტრონული მდგომარეობებისა და ზონათაშორისი გადასვლების შესაბამისი ოსცილატორული ძალების კვლევა სასრულ ელემენტთა მეთოდით’’ და მიენიჭა დოქტორის აკადემ. ხარისხი (2011). მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშ. სასწ. და სამეცნ.  ღონისძიებებში ფიზიკასა და სამედ. ფიზიკაში (ფინეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი, უნგრეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია). სამედ. ფიზიკის ფელოუშიპის ფარგლებში იმყოფებოდა ქ. კიოლნში, გერმანია (2013). მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში სამედ. ფიზიკოსად (2010-2014). მუშაობს თოდუას კლინიკაში სამედ. ფიზიკოსად (2014-დან). არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის, მათ. და ფიზიკის განყ-ბის,  „ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხთა კომისიის“ წევრი (2016-დან). სხვადასსხვა წლებში მოწვეული იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტში პედაგოგად მაგისტრატურის საფეხურზე (2018-დან). მუშაობს კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და პერსპექტიულ მასალათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (2018-2019, 2023-დან); ქუთაისის საერთაშ. უნ-ტში სამეცნ.-ტექნ. კონსულტანტად (2020-დან);არის საქართვ. სამედ. ფიზიკოსთა ასოციაციისა და საქართვ. ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციების წევრი (2020-დან). კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამ პროექტში. არის მრავალი სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი და თანაავტორი უცხოურ სამეც. ჯურნალებში, მათ შორის:  “Influence of the Magnetic Field on the Transverse Runaway Threshold” (თანაავტორი, 2007);  “A new combination of scattering mechanisms for transverse runaway (TR) of hot electrons” (თანაავტორი, 2008); “Interacting Double InAs/GaAs Quantum Dots of Cylindrical Symmetry” (თანაავტორი, 2010);  “Electronic states and oscillator strengths for interband transitions of a graded quantum dot quantum well structure” (2011).