-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოგრაფი არქივმცოდნე წყაროთმცოდნე
ბოჭორიძე გიორგი თადეოზის ძე (20. VIII. 1884, სოფ. ნაციხარი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი -1939), ისტორიკოსი, არქივთმცოდნე, არქეოგრაფი და წყაროთმცოდნე. ბ. გ. სწავლობდა თბილ. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 წელის რევ. გამოსვლებში მონაწილეობისათვის. ბ. გ.–მ დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1922 ). ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართვ. ცენტრ. არქივში (1921), შემდეგ კი მუშაობას აგრძელებს საქართვ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეროვ. საუნჯის გადარჩენის საქმეში. სწორედ მან თავის თანამოაზრეებთან ერთად მოუყარა თავი ქართლ-კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ ისტ. ნივთებს, სიგელგუჯრებს, ეტრატებსა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას და თბილ. და ქუთ. არქივსაცებს გადასცა დასაცავად (1923-1926). განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა. გადასახლებაში მოკლეს მძარცველებმა. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი არქეოგრაფიული შრომები: „ორი ფიქალწერილი“ („საისტორიო მოამბე“, 1925, წ. 1), „ფურცელაანთეული ქრონიკა“ (იქვე), „რაჭის ისტორიული ძეგლები“ („საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა. გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნაშრომი „თუშეთი“.
ლიტ.: ბოჭორიძე გიორგი. საქართველო: ენციკლოპედია, (1997), ტ. 1, გვ. 476.