ბობოხიძე აკაკი ივანეს ძე
ბობოხიძე აკაკი ივანეს ძე

ბობოხიძე აკაკი ივანეს ძე (14.IX.1964, სოფ. ქვედა გორდი, ხონის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი, პოლიტიკოსი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი; დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტი (1986). სხვასხვა წლებში მუშაობდა წულუკიძის  სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელად (1986-1987); ქუთ. პოლიტექ. ინ-ტის უმაღლ. მათემატიკის კათედრის უფრ. ლაბორანტად (1988-1990); იყო საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991); საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს მრჩეველი (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი (1992-1995); საქართვ.  მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი (2001-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი (2004-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი (2008-2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი (2012-2016); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "მაჟორიტარი", თავ-რე (2012-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ., წევრი (2016-2020); ამავე მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.IV.1991).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.