ბლაშკე გოტფრიდ
ბლაშკე გოტფრიდ

ბლაშკე გოტფრიდ (Blaschke Gottfried, 03. II. 1937, ავსტრია), მიუნსტერის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (24.06.2002).

ბ. გ.-მ გიოტინგენის უნ-ტში წარმატებით დაასრულა ქიმიის ფაკ-ტი (1962) და კარიერა განაგრძო კილის უნ-ტში, სადაც დაიწყო მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე ორგ. ქიმიის განხრით.

ბ. გ. პოსტდოქტორანტის სტატუსით გაემგზავრა აშშ-ში – კალიფორნიაში, ბერკლის უნ-ტში (1965).

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ბ. გ. კილის ფარმაციის ინ-ტში კითხულობს ლექციებს. იქვე დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ფარმაკ. მეცნიერებების განხრით (1972). იგი არის ბონის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (1974), მიუნსტერის უნ-ტის პროფესორი და ფარმაციის ინ-ტის დირექტორია (1980). მან სწორედ აქ განახორციელა ძირითადი კვლევები.

ბ. გ. მრავალჯერ ესტუმრა თსუს. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა მეცნიერებმა დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები, იყო მონოგრაფიის რედაქტორი. პროფესორის ლაბორატორიაში მუშაობდნენ ქართვ. სტუდენტები.