ბიუსი ევგენი ივანეს ძე
ბიუსი ევგენი ივანეს ძე

ბიუსი ევგენი ივანეს ძე (1.VI.1885, ტარტუ - 15.VI.1969, თბილისი), დაამთავრა ტარტუს უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, მუშაობა დაიწყო იქვე ასტრონომიულ ობსერვატორიაში. ევგენი ბიუსი იყო ამიერკავკასიაში თანამედროვე სეისმური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო ბაქოს სეისმური სადგურის (1912-1920), 1921-1923 კი წლებში თბილ. სეისმური სადგურის გამგე (1921-1923). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა სეისმოლოგიურ სამუშაოებს (1933-დან). მისი ძირითადი შრომები ეხება ამიერკავკასიის ტერიტორიის სეისმურობის საკითხებს. მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო ამიერკავკასიის სეისმურ დარაიონებას და სეისმომედეგი მშენებლობის დადგენას. ივ. ჯავახიშვილის წინადადებით, საქართველოში ქრისტიანობის შემოღების თარიღის დასაზუსტებლად ჩაატარა IV საუკუნის I ნახევარში საქართველოში ხილულ მზის დაბნელებათა პირობების კვლევა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), გეოფიზიკოსი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1946).