ბითაძე ლიანა ოთარის ასული
ბითაძე ლიანა ოთარის ასული

ბითაძე ლიანა ოთარის ასული (11.VI.1951, ხაშური). ანთროპოლოგი, ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი. ისტ. მეცნ. კანდ. (1986), ისტ. მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა კემეროვოს (რუსეთი), სახ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1976). იყო ტომსკის სახ. სამედ. ინ-ტის ჰემატოლოგიის ლაბორ. პრეპარატორი (1970-1968); კემეროვოს სახ. უნ-ტის ადამიანის გენეტიკის ლაბორ. ლაბორანტი (1978-1976), უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი (1981-1978), ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის უფრ. მეცნიერ-თნამშრომელი (1978-1982), ზოოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1987-1988); არქეოლ. კვლევის ცენტრის გვიანბრინჯაოს ადრერკინის ხანის არქეოლ. განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1991); დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტის აღწარმოების განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1998); საქართვ. ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს დემოგრაფიის დეპარტ. ოჯახის დაგეგმარებისა და სამედ. დემოგრ. სამმართველოს უფრ. (1998-2000); ივ. ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ანთროპოლ. კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (1998-დან). ბ. ლ. არის სამეცნ. ნაშრომების, სახელმძღვანელოების ავტორი, ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. პროექტების და ექსპედიციების მონაწილე. ბ. ლ. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის  საპატიო სიგელით (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ანთროპოლოგიის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის, 2023). 

თხზ.: ბითაძე, ლ. (თანაავტორი). (2008). აფხაზების ანთროპოლოგიური ისტორია . თბ., უნივერსალი, ISBN 9789941124006; ბითაძე, ლ. (თანაავტორი). (2010). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში. თბ., საქ. ეროვნ. მუზეუმი. ISBN 9789994098040; ბითაძე, ლ. (თანაავტორი). (2011). ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ. წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით. თბ., მერიდიანი. ISBN 9789941104435; ბითაძე, ლ. (თანაავტორი). (2014). პრაქტიკული ანთროპოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133596; ბითაძე, ლ. (თანაავტორი). (2023). დორლაურას სამაროვანი ძვ. წ. XV-VIII საუკუნეებში. თბ., ფავორიტი, ISBN 9789941982231.