ბირთვული ფიზიკის კათედრა
ბირთვული ფიზიკის კათედრა

ბირთვული ფიზიკის კათედრა (1949-1979), ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგები იყვნენ: პროფ. გ. მირიანაშვილი; პროფ. ლ. ქურდაძე (სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურიატი, 1990). დაარსებისთანავე კათედრაზე აქტ. დაიწყო კვლევები ექსპერ. ბირთვული ფიზ. და კოსმ. სხივების ფიზიკის დარგებში. საქართველოში კოსმ. სხივების კვლევის ერთ-ერთი პიონერი იყო პროფ. გ. მირიანაშვილი. კათედრას გააჩნდა უნიკალური ფიზ. მონაცემების მიწისქვეშა ლაბორ., რ-შიც ჩატარებული კვლევის შედეგები კოსმ. სხივების მიონური კომპონენტების მახასიათებლების დასადგენად, აღინიშნა საქართვ. სახელმწ. პრემიით (ლ. გედევანიშვილი, ი. საყვარელიძე, ვ. აგლამაზოვი, ნ. რობაქიძე, ნ. ხაზარაძე). ატომურ-მოლეკულური პროცესების სამეცნ.-კვლევითი ლაბორ. (გამგე პროფ. ბ. კიკიანი) კათედრაზე ფუნქციონირებდა (1968 - დან), სადაც შესრულებულ სამუშაოთა ციკლს მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1993, ბ. კიკიანი, თ. კერესელიძე, მ. გოჩიტაშვილი, რ. ლომსაძე, გ. მესხი). 60-იან წლებში კათედრის თანამშრომელთა ჯგუფმა აქტ. თანამშრომლობა დაიწყო ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა ლაბორატორიებთან. შეიქმნა ბირთვული ფიზიკის სამეცნ. კვლევითი ლაბორ. (გამგე-პროფ. ი. ვაშაკიძე, 1969), რ-იც  შემდეგ გადაკეთდა მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ სამეცნ.-კვლევით ლაბორატორად (პროფ. ნ. ამაღლობელი, 1973), ხოლო შემდგომ აღნიშნული ლაბორ. ბაზაზე შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (1979).