-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება (11-12.X.2013, თბილისი), თსუ-ში ჩატარდა საერთაშ. სამეცნ. – პრაქტ. კონფერენცია ,,ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“. ღონისძიება თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მიკროეკონომიკის კათედრისა და ეკონ. პოლიტიკის ქართულ–გერმანული ინ-ტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობედნენ მოწვეული სტუმრები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან; ასევე საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართვ. რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართვ. ფინანსთა სამინისტროს, საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის წარმომადგენლები და ფერმერები. კონფერენციაზე განიხილეს პრობლემები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის უსაფრთხო განვითარებაზე, ევროკავშირის ქვეყნების აგრარულ პოლიტიკაში ცვლილებებზე, მწვანე მეურნეობასა და ბიუჯეტის შემცირების პრობლემებზე.