ბილინგტონი ჯეიმს ჰედლი
ბილინგტონი ჯეიმს ჰედლი

ბილინგტონ ჯეიმს ჰედლი (Billington James Hadley, 01.VI.1929, მონდგოვერი, პენსილვანიის შტატი), ამერიკელ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს,  მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.09.1999).

ბ. ჯ.-მა წარმატებით დაასრულა მერიონის უმაღ. სკოლა და პრინსტონის უნ-ტი. მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (ბალიოლის კოლეჯი, ოქსფორდი, ინგლისი) (1953). აშშ-ის სამხ. სამსახურის შემდეგ იგი ისტორიის საკითხებზე კითხულობდა ლექციებს ჰარვარდისა და პრინსტონის  უნ-ტებში.

ბ. ჯ. ვუდრო ვილსონის საერთაშ. სამეცნ. ცენტრის დირექტორი იყო (1973-1987). მისი ინიციატივით დაარსდა ჯორჯ კენანის სახ. რუსეთის  პერსპექტიული კვლევების ინ-ტი, შეიქმნა ამერ. ეროვნ. ციფრული  ბიბლიოთეკის პროგრამა, რომელშიც თავმოყრილი ელექტრონული ინფორმაციაც (კონგრესისის ბიბლიოთეკის ფონდი) ხელმისაწვდომია სხვა კვლევითი ინ-თვის. იგი ხელმძღვანელობდა კონგრესის ბიბლიოთეკას (1987-2015).

ბ. ჯ. იკვლევს რუსეთის პოლიტიკურ ისტორიას. მისი მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: „მიხალოვსკი და რუსული პოპულიზმი“ (1956), „რუსეთის სახე“ (1998).

ბ. ჯ. რუსეთის მეცნ. აკადემიის,  ამერიკის ფილოსოფოსთა ასოციაციისა და ამერიკის ხელოვნ. და მეცნიერების აკადემიის წევრია. იგი მოსკოვის სახელმწ. უნ-ტისა (2001) და ოქსფორდის უნ-ტის საპატიო დოქტორია (2002). პრინსტონის უნ-ტმა მიანიჭა ვუდრო ვილსონის სახ. ჯილდო (1992), ხოლო რუსეთის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშ. ასოციაციამ პუშკინის სახ. მედალი გადასცა (2000).