ბილაშვილი კახაბერი (კახა) აველის ძე
ბილაშვილი კახაბერი (კახა) აველის ძე

ბილაშვილიახაბერ აველის ძე (02.I.1946, თბილ.), ოკეანოლოგი, პედაგოგი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1985). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1967), გაიარა ასპირანტურის კურსი (1972), დოქტორანტურის კურსი (1995), სტაჟირება აშშ-ში (1975-1976). მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში ინჟინრად (1968-1969), თსუ-ის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრაზე (1977-2006), თსუ-ის ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია და მეტეორლოგიის კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად (2006-2024). ამჟამად თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკ-ტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი და იუნესკოს სამთავრობათაშორისო კომისიის ოკეანოგრაფიულ მონაცემთა გაცვლის საერთაშ. პროგრამის ცენტრის ხელ-ლი და კოორდინატორია. ბ. კ.-ს გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. ძირითადი სამეცნ. მიმართულებაა: წყალქვეშა ფერდობის მორფოდინამიკა, ზღვის ეკოლოგია, ოკეანოგრაფიულ მონაცემთა მართვა, სანაპირო პროცესები, ზღვის გარემოს მონიტორინგი, საზღვაო ეკონომიკა და სხვ. მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. პროექტებში ხელმძღვანელად ან თანახელმძღვანელად: ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისათვის“ (თანადირექტორი). იგი, ევროგაერთიანების 5, 6, 7 და „ჰორიზონტ 2020-ს“ სამეცნ. ჩარჩო-პროგრამების ფარგლებში, თსუ-ში განხორციელებული 30-მდე საერთაშ. პროექტის ხელმძღვანელია, მათ შორისაა ოკეანოგრაფიულ მონაცემთა ცენტრების პანევროპული ქსელის შექმნა და შავი ზღვის აუზის ოპერატიული ოკეანოგრაფიული ქსელის გაუმჯობესება, ოკეანოლოგიურ მონაცემთა მენეჯმენტი, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე (Black Sea CONNECT),  შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ლურჯი ზრდის თანაგანვითარებისათვის მდგრადი ეკოსიტემების შენარჩუნების პირობებში (BRIDGE-BS) და სხვ.  ბ. კ. დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით.

თხზ.:Билашвили К. (1985). Таблицы для расчёта параметров волн, Изд. Тбилисского гос. университета; 47 გვერდი; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ბილაშვილი, კ.; ელიზბარაშვილი, მ.; წივწივაძე, ნ. (2009). საზღვაო ეკოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო). უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 978-9941-13-114-1; კერესელიძე, დ.; ბილაშვილი, კ.; ტრაპაიძე, ვ.; ბრეგვაძე, გ. (2013). ზოგადი ოკეანოლოგია (ნაწილი I - ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია), უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941132704; Bilashvili, K., Golumbeanu, M.; Nenciu, M.; Teohareva, M.; Stepanova, K. (2014). Environmental sustainable tourism within the Black Sea region. Journal of environmental protection and ecology, Vol 15 (2): pp. 574-579. ISSN: 1311-5065; Bilashvili, K., Castilla-Espino, D.; García-del-Hoyo, J.J.; Metreveli, M. (2014). Fishing Capacity of Georgian anchovy. Journal of Marine Systems, Volume 135, pp.160-169, ISSN: 0924-7963; Bilashvili, K., González-Fernández, D.; Pogojeva, M.; Hanke, G.; Machitadze, N. (2022). Floating marine macro litter in the Black Sea: toward baselines for large scale assessment. Journ.  Environmental Pollution, ELSEVIER, Volume 309, ISSN: 0269-7491; Bilashvili, K., Salihoglu, B.; Yücel, M.; Uygurer, P.; Yücel, ES. (2024). Implimenting regional blue economy research and innovation strategies:  a case study for the Black Sea. Polisy and practice reviews.  Frontiers Marine Science., Vol. 11,  ISSN:2296-7745.