ბილანიშვილი არჩილ გიორგის ძე
ბილანიშვილი არჩილ გიორგის ძე

ბილანიშვილი არჩილ გიორგის ძე (18... -  28.VIII.1924), XX ს პირველი ნახევრის საზ. მოღვაწე. იგი აქტიურად იყო ჩართული ადგილ. თვითმმართველობასა და საზ. ცხოვრებაში.  ბ. ა. თბილ. მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში  ოფიციალურად აირჩიეს თანამდებობაზე (07.XII.1918); იყო ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); წლების განმავლობაში მსახურობდა საქართვ. შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის ადგილ. სოფლის მილიციაში (მათ შორის, სოფ. პატარძეულში). იგი სარგებლობდა  ადგილ. გლეხობის მხარდაჭერით და პირნათლად ასრულებდა დავალებებს. ბ. ა.-ს ანტისაბჭოთა აჯანყების პერიოდში თავს დაესხნენ ქუჩაში და მოკლეს (სავარაუდოდ 28.VIII.1924). მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგები ქვეყნდებოდა იმ პერიოდის ქართ. პრესაში - გაზ. "კომუნისტსა" და "სპარტაკში".

ლიტ.: საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.