ბიგვავა ზურაბ იონას ძე
ბიგვავა ზურაბ იონას ძე

ბიგვავა ზურაბ იონას ძე (29.I.1949, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. კანდ. (1980). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით (1972). მუშაობდა დ. უზნაძის სახ. საქართვ. მეცნ. აკად. ფსიქოლოგიის ინ-ტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად(1972–1979). ხელმძღვანელობდა ერგონომიკის განყ-ბას საკავშ. ტექ. ესთეტიკის კვლ. ინ-ტში (1979–1985). იყო დ. უზნაძის სახ. საქართვ. მეცნ. აკად. ფსიქოლოგიის ინ-ტში შრომის ფსიქოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. და თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაარსა კვლევით-საკონსულტაციო ცენტრი „ფსიქო-პროექტი“ (1990), რ-საც დღემდე ხელმძღვანელობს. არის არაერთი საზ. ორგანიზაციისა და სახელმწ. პოლიტ. პირის მრჩეველი. წლების განმავლობაში იკავებდა საქართვ. პარლამ. თავ-რის მთ. სახელმწ. მრჩევლის პოზიციას.