-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბიბილაშვილი ნოდარ შალვას ძე (2.XII.1930, სოფ. მეჯვრისხევი, გორის რ–ნი -2.X.1985, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954). მუშაობდა ნალჩიკში სსრკ მეცნ. აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში და იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინ-ტში (1954-1966). იყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1966-დან), ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორ. გამგე (1969-დან). მუშაობდა სსრკ ჰიდრომეტეოროლ. და გარემოს კონტროლის სახელმწ. კომიტეტის მაღალმთიანი გეოფიზიკის ინ-ტში (1969-1980). იყო ლაბორ. გამგე (1970–1977). დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1977–1980), იყო იმავე კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნ.–კვლევითი ინ-ტის სექტორის გამგე (1966–1969), დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1980-დან). ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი (1962). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: სსრკ სახელმწ. პრემია, სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის (მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად, 1969).