-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბიბილაშვილი ამირან პოლიკარპეს ძე (21.V.1947, ამბროლაური), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით „მყარი სხეულების ფიზიკა“ (1970); მუშაობდა სსგ "მიონ"–ში (ელექტრონული მრეწველობის სამინისტრო, სსრკ), რადიაციული კვლევების განყ-ბაში - ტექნიკოსიდან - უმცროს მეცნ. თანამშრომელის თანამდებობამდე. მიწვეულ იყო თსუ-ის მყარი სხეულებისა და მიკროელექტრონიკის კათედრებზე უფრ. მასწავლებლის თანამდებობაზე და ამასთანვე მიკროელექტრონიკის ს/კ ლაბორატორიაში განყ-ბის გამგედ (1978 – 1983); მინსკის რადიოტექნიკურ ინ-ტში გახდა მეცნ. კანდ., სადისერტაციო თემა: "Разработка низкотемпературных процессов формирования плазменных анодных окислов для изготовления ИМС" (1982); მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება (1991); ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, მისი სადისერტაციო თემა იყო: „ნახევარგამტარული ხელსაწყოებისა და ინტეგრალური მიკროსქემების შექმნის დაბალტემპერატურული პროცესების დამუშავება“ (2001, თსუ); პროფესორის წოდება (2004). სხვადასხვა დროს იკავებს დოცენტის და პროფესორის თანამდებობებს თსუ-ის მიკროელექტრონიკის კათედრაზე (1983–2006). დღემდე ასოცირებული პროფესორია თსუ-ის “კონდენსირებული გარემოს ფიზიკის” კათედრაზე (2006-დან). ვაშინგტონის კორპორაცია “ლიქუიდ ლაით ინკ”-ის ფილიალი საქართ-ში, დირექტორის მოადგილე (2007-2011); ლექციებს კითხულობს-თბილ. უნ-ტში „ინტერფამი“ სრული პროფესორი (0,5 ს/ე) (2002-2009); მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით შეიქმნა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე “მიკრო და ნანოელექტრონიკის” სამეც.-კვლ. ინ-ტი (საზოგადოებრივ საწყისებზე, 2011) რ-იც როგორც სსიპ გადავიდა სსსტც “დელტა”-ს დაქვემდებარებაში (2012). ამ ინ-ტის დაარსებიდან დღემდე მისი დირექტორია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის „გამოყენებითი ფიზიკის“ მიკრო და ნანოელექტრონიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის მოდულების ხელმძღვ.; თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული 170-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 90-ზე მეტი უცხოურ სამეცნ. ჟურნალებში: მათ შორის: „Anderson disorder related p-type conductivity and metal-insulator transition in β-Ga 2 O 3 “ (თანაავტორი, 2024), „SEM, EDX, AFM, and XPS analysis of surface microst-ructure and chemical comp-osition of nanograting patte-rns on silicon substrates“ (თანაავტორი, 2025). მონაწილეობდა 80-ზე მეტ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციებში; არის 20 პატენტის ავტორი (4 აშშ, 7 სსრკ და 9 “საქპატენტი”), 5 სახელმძღვანელო და 1 პოპულარული წიგნი; 10 საგრანტო პროექტი: 3 საერთაშ. (სამივეში ძირითადი შემსრულებელი) და 7 ადგილობრივი (“რუსთაველის საზოგადოება”, 5-ში ხელმძღვ.). თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ორი მოწვევის წევრი. სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს: პერსპექტიული, დაბალტემპერატურული, სტიმულირებული ტექნოლ. პროცესებით, თხელი დიელექტრიკული, ნახევარგამტარული, მეტალური ფირების და ინტეგრალური მიკროსქემების ელემენტების მიღებას და კვლევას; მახსოვრობის ნანოხელსაწყოს მიღებასა და გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით და არატრადიციული ენერგიის წყაროების შექმნასა და გამოყენებას; საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (2023-დან). დაჯილდოებულია: გამოგონებათა მედლით (სსრკ საპატენტო ბიურო) (2001); პრემიითა და მედლით “მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის” (მეცნიერების ისტორიის საქართვ. საზ-ება) (2009); საპატიო სიგელით “ფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის” (საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, 2021).
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ბიბილაშვილი, ა. (2009). ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკა. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131257; ბიბილაშვილი, ა. (2009). 50 ფიზიკოსი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლმხედველობა, პოპულ. წიგნი მოსწავლეთა და სტუდენტებისთვის. გამომც. საარი. ISBN: 9789941015106; ბიბილაშვილი, ა. (2011). ნანოტექნოლოგია და ახალი მასალები სახელმძღვანელო სტდენტებისათვის უნ-ტის გამ-ბა, ISBN: ISBN 9789941132056; ბიბილაშვილი, ა. (2015). დიელექტრიკები: ფიზიკა, ტექნოლოგია, გამოყენება. სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941134722; ბიბილაშვილი, ა. (2020). სტიმულირებული პროცესები მიკრო- და ნანოელექტრონიკაში, სახელმძღვანელო სტუდენტებისავის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941139673; ბიბილაშვილი, ა. (2021). თანამედროვე ნანოტექნოლოგიები, ახალი მასალები და ხელსაწყოები, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა ISBN: 9789941221.