ბიანკო პაოლო დელ
ბიანკო პაოლო დელ

ბიანკო პაოლო დელ (Bianco Paolo Del, 02. VIII. 1945, ფლორენცია), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის იტალიელ ქველმოქმედს, ქართ. კულტურის დიდ მოამაგეს, მიენიჭა თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება (26.03.2010).

ბ. პ.-მ ფლორენციის უნ-ტში მოიპოვა არქიტექტურის მაგისტრის სტატუსი (1972) და იქვე განაგრძო პედ. მოღვაწეობა ასისტენტ–პროფესორის სტატუსით (1975). იგი სლოვაკეთის ტექ. უნ-ტის არქიტექტურის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი იყო (2002-2006), შემდეგ კი მოსკოვის არქიტექტურის საერთაშ. აკადემიის პროფესორი (2011). მეცნიერი ივანოვოს სახელმწ. უნ-ტის (რუსეთი) ემერიტუსი პროფესორია (2013).

ბ. პ.-მ ფლორენციაში დააპროექტა და ააშენა სასტუმროები და საკონფერენციო ცენტრები. დააარსა რომუალდო ლედ ბიანკოს ფონდი (1998), რომლის პრეზიდენტიც თავადაა.

ბ. პ. აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო სტატუსი. იგი არის ხარკოვის არქიტ. და მშენებლობის  სახელმწ. ტექნ. უნ-ტის საპატიო პროფესორი (2004), ბელარუსიის არქიტექტორთა კავშირის საპატიო წევრი (2005), ივანოვოს სახელმწ. უნ-ტის (რუსეთი) საპატიო პროფესორი (2006), სომხეთის სახელმწ. უნ-ტის (2008), აზერბაიჯანის სახელმწ. უნ-ტისა (2009) და ყაზახეთის არქიტ. და მშენებლობის აკადემიის საპატიო დოქტორი (2014).