ბეჟუაშვილი დავით რობერტის ძე
ბეჟუაშვილი დავით რობერტის ძე

ბეჟუაშვილი დავით რობერტის ძე (19.XI.1969, მანგლისი), დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი სპეციალობით მაკროეკონომიკა (1993). მოღვაწეობდა ბიზნეს სექტორში: "საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე,  ს.ს. "საქგაზის" გენ. დირექტორი (1993-1998); საქართვ. მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი (1999-2004; 2004-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველო", სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი (2008-2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2012-2016).