-
ავტორი
- კატეგორიები: პოეტი მთარგმნელი ფილოლოგი
ბეწუკელი ვხტანგ (22.IX. 1916, სოფ. მაგრანეთი, თიანეთის რ-ნი -20.VI.1971, თბილისი), დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი). მთარგმნელი, პოეტი. ბ. ვ. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1940). იგი. მუშაობდა მასწავლებლად საქართვ. სხვადასხვა რაიონში (1940–1943). იყო თიანეთის რაიონის განათლების განყ-ბის გამგე (1943–1945); "საბლიტგამის" პოპულარული ლიტ-რის განყ-ბის გამგე (1951–1960), შემდეგ მთ. რედ. გამომც. "საბჭოთა საქართველო" მხატვრული თარგმნის განყ-ბის გამგე (1961–1971). ბ. ვ. თარგმნა: ფრიდრიხ შილერის "ორლეანელი ქალწული", "ფიესკოს შეთქმულება" (1964), "დონ კარლოსი", "მარიამ სტიუარტი" (1952), "ტურანდოტი" (1957). გამოსცა გოეთეს სამტომეული (1962–1964), "დრამები" (1956–1969), პოემები, ლირიკა, ჰაინრიხ მანის "მეფე ანრი IV სიჭაბუკე", ჰენრი იბსენის დარმები და სხვ.
ლიტ.: ბეწუკელი ვხტანგ. საქართველო: ენციკლოპედია.ტ.1, 1997, თბ., გვ. 420.