ბესთაუნთი გიორგი
ბესთაუნთი გიორგი

ბესთაუნთი გიორგი (05.V. 1932,  სოფ. გოიაანთკარი, გორის რ-ნი. – 30.VII.1978, ცხინვალი). პოეტი. ბ. გ. - მ ოქროს მედალზე დაამთავრა  ცხინვალის პირველი ქართ. საშ. სკოლა და იმავე წელს წარმატებით ჩაირიცხა თსუ ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე [1950]. უნ-ტში მისი მასწავლებლები იყვნენ აკად. გიორგი ახვლედიანი, აკად.  ალექსანდრე ბარამიძე, პროფ. ლევან მენაბდე და სხვები. სწორედ მათი დახმარებით შეისწავლა ძველი ქართ. მწერლობა სრულყოფილად, რაც დაეხმარა შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ქართ. ოსურ ენაზე თარგმნაში. უნ-ტში სწავლის პერიოდში მან მრავალი ლექსი დაწერა ქართ. ენაზე. ბ. გ. თსუ-ის დამთავრების შემდეგ უბრუნდება მშობლიურ ცხინვალს და იმავე წელს იწყებს მუშაობას ჟურნ. „ფიდიუაგში“(1957), ჯერ რიგით ლიტმუშაკად, მოგვიანებით კი ამ ჟურნ. რედ. გახდა (1972 ). ის გამომცემლობის მთ. რედ. გადაიყვანეს (1973) და სიცოცხლის ბოლომდე, იქ მუშაობდა (1978). ბ. გ.  ქვეყნებდა ლექსებს (1952 წლიდან), როგორც ოსურ ასევე ქართულ ენებზე. იგი შემდეგი კრებულების ავტორია: "სიცოცხლის სიხარული" (1962), "გული მართალი" (1964), "ღამე და დღე" (1966), "ლექსები" (1970). მან ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის ლექსები და პოემა "სასაფლაოზე", ოსურ ენაზე  შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები. თბილ. სამგორის რ-ნის ქინძმარაულის ქ. ერთ-ერთ შესახვევს ქ. თბილ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, გიორგი  ბესთაუნთის სახელი მიენიჭა (01.10.2020).

თხზ.: ბესთაუნთი, გ. (1985). მოოქროვილი საღამოები : ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო; ბესთაუნთი, გ. (მთარგმნელი). (1975). შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი : პოემა. ცხინვალი, ირისტონი;  ბესთაუნთი, გ. (1970). ლექსები . თბ., მერანი; ბესთაუნთი, გ. (1964). გული მართალი : ლექსები . თბ., ლიტერატურა და ხელოვნება.

ლიტ.: ბესთაუნთი გიორგი . საქართველო: ენციკლოპედია. (1997), ტ.1, გვ.414.