ბეშკენაძე იამზე ალიმის ასული (10.VI.1947, ქუთაისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სტუ-ის ქიმ. და კვების ტექნოლოგიის ფაკ-ტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგის სპეციალობით (1970). გაირა ასპირანტურის კურსი (1975-1979), დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ციკლების წარმომქმნელი ლიგანდების-ჰისტილინის, ეთილენდიამინის და ზოგი ჰიდრაზიდების შერეული კომპლექსნაერთები გარდამავალ მეტალებთან“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1983). სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელოი (1973-1985), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1985-2012). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2013-დან). მისი შრომები ეხება ბიოლითონების და პოტენციური ბიოლიგანდების შემცველი კოორდინაციული ნაერთების მიღებას და კვლევას. თანაავტორია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების: „Results of the Study of Arginine-Containing Molybdenum and Boron Chelates“ (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2023, 17(2), 148–155); „Study of heteroligand complex compounds of metals with citric acid and o-Nitrobenzoylhydrazine in aqueous solutions“ (Protection of MetalsOpen source preview, 2008, 44(3), 273–274), ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების და მონოგრაფიების, მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში“ და „ხელატური ქრომის და თუთიის გამოყენება ვერმიკულტივირებაში“. ბ. ი. საერთაშ. (STCU) ფონდის მიერ დაფინანსებული „ბიოლითონები და ბუნებრივი ცეოლითების შემცველი ახალი თაობის პრემიქსები“ და ეროვნული სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული „ხელატები სოფლის მეურნეობაში“ პროექტების მონაწილეა. ბ. ი.-ს ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და აკად. ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები.
თხზ.: Beshkenadze, I. (თანაავტორი). (2019). Chelates in Poultry Feeding. LAMBERT Academic Pubblishing. ISBN:9786200078889; Beshkenadze, I. (თანაავტორი). (2023). Ecological factor of chelates in poultry feeding. Generis PUBLISHING, ISBN:9798886768930; Beshkenadze, I. (თანაავტორი). (2024). Determination of different factors impact on vermicomposting and vermiculture. Generis PUBLISHING, ISBN:9798892483469.