ბესელია ეკა თამაზის ასული
ბესელია ეკა თამაზის ასული

ბესელია ეკა თამაზის ასული (06.X.1971, სენაკი). დაამთავრა თსუ-ის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი. იყო საქართვ. ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი (1996–2012); საქართვ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი (1997–2012); საადვოკატო კომპანიის „ეკა და კომპანიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (1998-2012); გაეროს ექსპერტი, ევრ. ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის (2004–2005); საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სასწ. ცენტრის მოწვეული ლექტორი (2005-დან); საქართვ. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავ-რე (2006–2007); საქართვ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი (2006–2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით (2008–2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი (ფოთის მაჟორიტარი, 2012–2016); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავ-რე (2012); კავკ. უნ-ტის ასოცირებული პროფ. (2010–2012); არის ფაზისის აკადემიის პრეზდიუმის წევრი (2013-დან); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით (2016–2020); საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. მან პარლამ. იურიდ. კომიტეტის თავ-რის თანამდებობა დატოვა (27.XII.2018); ხოლო “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დატოვა (22.II.2019). მან დააარსა პარტია „სამართლიანობისთვის“ (20.VI.2019); არის აიპი “სამართლის მულტიფუნქციური ცენტრის სახლის” ხელმძღვ. (2021-დან). მიღებული აქვს ჯილდოები: “სისხლის სამართლის დედოფალი” (2001); წლის ადვოკატი (2001, 2002, 2003, 2005); აქვს ექსპერტის წოდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციისა და ევრ. სასამართლოს საქმეების წარმოების სწავლებაში; საფრ. საპატიო მედალი სამართლის სფეროში შეტანილი წვლილისთვის (2005).

ლიტ.:  ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.